
"არ დამმარხოთ" - 6 წლის ბიჭის უკანასკნელი თხოვნა, რომელმაც მსოფლიო შეძრა (ვიდეო)
- 2015-10-27 10:33:48
- 2685 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

6 წლის იემენელი ბიჭის, ფარიდ შავკის უკანასკნელმა თხოვნამ მსოფლიო შეძრა.
სარაკეტო თავდასხმების შედეგად საავადმყოფოში მოხვედრილმა ბიჭუნამ ექიმებს განწირული ხმით მიმართა: „არ დამმახრხოთ.“
ბიჭუნას სახლი არაბული კოალიციის დაბომბვებს შეეწირა, რა დროსაც ფარიდმა მძიმე დაზიანებები მიიღო თავისა და სხვეულის სხვადასხვა არეში. აღენიშნებოდა შიდა სისხლდენა. ბიჭინუას ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული აღმოჩნდა და ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი სიტყვები კი იემენის კონფლიქტის სიმბოლო გახდა.
„ისევე როგორც პატარა აილან კურდის სიკვდილი გახდა სირიელი ხალხის ტრაგედიის სიმბოლო, ასევე პატარა ფარიდი იემენის ტრაგედიის გამოხატულებაა“ - წერს ერთ-ერთი იემენელი აქტივისტი „ფეისბუკზე“.
„მივმართავ შვილს, რომელიც არასოდეს მყოლია: მადლობელი იქნებოდი, იმისთვის, რომ არ გამიჩენიხარ, ძვირფასო. ეს არის კარგი ადგილი შენთვის, დამიჯერე. მე არ ავრ ისეთივე ძლიერი, როგორიც დედაჩემი და ბებია აღმოჩნდნენ, რომლებმაც შვილის გაჩენა და აქ გაზრდა გაბედეს“ - წერს იემენის მცხოვრები.
იემენში უკვე თითქმის ერთი წელია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
იემენის ხელისუფლებას არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. კოალიციას საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მანამ არ შეწყვეტს, სანამ ისინი იარაღს არ დაყრიდნენ.
გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 4 500 ადამიანი, მათ შორის 2 110 მშვიდობიანი მოქალაქე , მათგან კი 500 ბავშვი დაიღუპა.
newposts.ge