XX საუკუნის მთავარი პოლიტიკური მოღვაწეების დედები

თითოეული დიდი ადამიანის უკან მისი დედა დგას. თუმცა ამ პოლიტიკურ მოღვაწეებს რთულად თუ დავარქმევთ დიდებს. ბევრი მათგანი საკამათო და ოდიოზური პიროვნებაა. მათი დედები ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ ვინ გაიზრდებოდა მათი პიმშოსგან და რომ მომავალში ისინი თავიანთი ეპოქის სიმბოლოები გახდებდნენ!

ყველამ კარგად იცის, ვინ იყო, მაგალითად, იოსებ სტალინი ან ადოლფ ჰიტლერი, თუმცა ცოტამ თუ იცის რაიმე სახის ინფორმაცია მათ დედებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით ამ საკითხს და გაგვეგო, ვინ ზრდიდა მთელ მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს ისტორიას.





ნატალია დენისოვნა მაზალოვა - ლეონიდ ბრეჟნევი



ნატალია დენისოვნა იყო ღია სულის ადამიანი. ლეონიდმა მისგან მემკვიდრეობით მიიღო კომუნიკაბელურობა და ყველასთან საერთო ენის გამონახვა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, როცა ლეონიდ ბრეჟნევი ძალაუფლების სათავეში იყო, დედამისი ღრმა მოხუცებულობაში მაინც დნეპროდზერჟინსკში საკუთარ ძველ ბინაში ცხოვრობდა.




მარია ალექსანდროვნა ულიანოვა - ვლადიმერ ლენინი



მარია იმ დროისთვის ძალიან განათლებული ქალი იყო. ის ბავშვებს საუკეთესო ტრადიციებით ზრდიდა და მხარს უჭერდა თითოეულ მათ წამოწყებას.





ეკატერინე ჯუღაშვილი - იოსებ სტალინი



ეკატერინეს ორი შვილი, რომელიც იოსების გაჩენამდე ჰყავდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში გარდაიცვალნენ, ამიტომ დედა დიდ იმედებს ამყარებდა მესამე შვილზე. მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი შვილი და ოცნებობდა, რომ ის მღვდელი გამხდარიყო.





კლარა ჰიტლერი - ადოლფ ჰიტლერი



კლარა თავისი ქმრის ძლიერი ზეგავლენიის ქვეშ იმყოფებოდა, რომელთანაც, სანამ ცოლად გაჰყვებოდა, მოსამსახურედ მუშაობდა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მას ბიძია ალოისომს ეძახდა.




ჯენი ჩერჩილი - უინსტონ ჩერჩილი



თავის დროზე ჯენი პირველი ლამაზმანი იყო და მამაკაცებში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. ის პრაქტიკულად არ მონაწილეობდა თავისი ორი ვაჟიშვილის აღზრდაში და პასუხისმგებლობა ძიძაზე ჰქონდა გადაბარებული. ამის მიუხედავად, უინსტონი აღმერთებდა დედას.




როზა კენედი - ჯონ კენედი



როზას ცხრა შვილი ჰყავდა. ის შვილებს კათოლიციზმის სულისკვეთებით ზრდიდა, რასაც ბავშვები ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ.




სარა დელანო - ფრანკლინ რუზველტი



სარა არისტოკრატულ ოჯახს ეკუთვნოდა. ფრანკლინს საშუალება ჰქონდა ემოგზაურა ოჯახთან ერთად ევროპაში, ამიტომ ის საკმაოდ კარგად ფლობდა უცხო ენებს.


მაინც რამდენს ნიშნავს აღზრდა! საქვეყნოდ ცნობილი ადამიანების და მათი დედების ურთიერთობამ თავისი კვალი დაამჩნია უარავი თაობის მომავალს. ვფიქრობ, თქვენი მეგობრებისთვის საინტერესო იქნება ამ მასალასთან გაცნობა. გაუზიარეთ მათ ეს სტატია.



einteres.ge