დედამ თავისი 4 წლის ქალიშვილი გაათხოვა - ეს ქორწილი დიდხანს არ დაავიწყდებათ

ცხოვრება ხშირად სასტიკი და უსამართლოა. მათ შორის პატარა და უცოდველი ბავშვების მიმართაც.
ეს ებია, მხოლოდ 4 წლისაა, თუმცა ცხოვრების მთელი სიმწარე უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა. ის ლეიკემიის უმძიმესი ფორმით იტანჯება და დაბადებიდან თითქმის სულ კლინიკაშია გამოკეტილი. ამ საშინელი დიაგნოზის მიუხედავად, სულ იღიმის და ხალისიანად არის.
ერთხელაც, მკურნალობის მორიგი კურსის გავლისას, ძალიან მზრუნველი ექიმის ხელში აღმოჩნდა. ები იმდენად მოიხიბლა ამ ადამიანით, რომ დედას გამოუცხადა, ექიმი მეთ ჰიკლინგი ჩემი პრინცია და ცოლად უნდა გავყვეო.
ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ ექიმი მეთის
სახლში ტელეფონმა დარეკა. წარმოიდგინეთ ყმაწვილის გაოცება, როცა ების დედამ გამოუცხადა, ჩემი 4 წლის გოგო ცოლად უნდა მოიყვანოო. ერთი სიტყვით, მალე მთელი კლინიკა დაფაცურდა, რომ ამ საოცარი ქორწინების ინსცენირება მოეწყო. მეთი, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდა ამ მომხიბლავ წინადადებას. წაიკითხეთ  სრულად  და  იხილეთ  ფოტოსურათები