
ფილტვის კიბოს 10 სიმპტომი: ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! ყურადსაღებია
- 2015-10-28 11:42:08
- 3919 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ფილტვის კიბო ძალიან სახიფათო დაავადებაა, რადგან ხშირად ადამიანების უმრავლესობა მის სიმპტომებს ვერ, ან არ ამჩნევს და მათ ყურადღებას არც აქცევს. ეს დაავადება შეიძლება ნებისმიერს გაუჩნდეს, ამიტომ სპეციფიკური სიმპტომების ცოდნა აუცილებელია.
სისხლიანი ხველა
თუ ხველის დროს სისხლს ამჩნევთ, აუცილებლად მიმარტეთ ექიმს!
წონაში დაკლება
ზოგიერთისთვის, წონაში დაკლება პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ თუ ცხოვრების წესი არ შეგიცვლიათ, წონის დაკარგვა, დაავადების ერთ– ერთ სიმპტომად იქცევა.
სახსრების ტკივილი
თუ ზურგში, ან თეძოების არეში მუდმივ ტკივილს გრძნობთ, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ. ეს ასევე ართრიტის სიმპტომიცაა, რომელიც ყურადღებას ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს.
ხველა, რომელიც ძლიერდება
თუ ხველა ქრონიკულში გადადის, გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია.
ტკივილი მკერდის არეში
მკერდის არეში ნებისმიერი ტკივილი ყურადღებას მოითხოვს. აუცილებლად დაელაპარაკეთ ექიმს.
ქრონიკული რესპირატორული პრობლემები
პნევმონიის, ან სხვა ინფექციური რესპირატორული დაავადების დროს, მკურნალობა აუცილებელია. პაციენტის ორგანიზმი ასეთ რთულ დაავადებებს დამოუკიდებლად ვერ ებრძვის, ამიტომ მიმართეთ ექიმს.
სულის შეხუთვა
ფილტვების კიბო, სულის შეხუთვას ხშირად იწვევს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს რესპირატორული ინფექციაა, მაგრამ ხშირად ეს სიმპტომი კიბოზეც მეტყველებს.
ქრონიკული დაღლილობა
კიბოს დროს, პაციენტი დაღლილობას მუდმივად გრძნობს. თუ დაღლილობა ქრონიკურში გადადის, გაესაუბრეთ ექიმს.
ხმის ჩახლეჩა
თუ სუნთქვა გართულებული გაქვთ, ხმის ტემბრის ცვლილებასაც გრძნობთ. ხმის ქრონიკული ჩახლეჩის დროს, მიმართეთ ექიმს.
სეზონური ალერგია
ფილტვების შესაძლო კიბოს ყველაზე უცნაური სიმპტომი– სეზონური ალერგიაა, რომელსაც დაბალი იმუნიტეტი იწვევს.
aww.ge