ბავშვის ბიოლოგიური მამა ჯერ არ დაბადებული ტყუპი ძმა აღმოჩნდა
- 2015-10-30 08:47:03
- 2996 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქალი, რომელმაც 2014 წელს ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ბავშვი გააჩინა, შოკირებული იყო, რადგანაც შვილს არც ერთი მშობლის სისხლის ჯგუფი არ გააჩნდა. წყვილმა იფიქრა, რომ განაყოფიერების დროს შეცდომა მოხდა და ექიმებმა სხვა მამაკაცის სპერმა გამოიყენეს. მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართული აღმოჩნდა.
იმისათვის, რომ გაერკვიათ რა მოხდა, 34 წლის მამამ, რომლის სახელსაც არ ასახელებენ - მამობის დამადასტურებელი ტესტი გააკეთა, რომელმაც უარყოფითი აჩვენა. წყვილმა გენეტიკოსებს მიმართა.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცის ნერწყვი და სპერმა სხვადასხვა გენს ატარებდა. ამიტომ ტესტმა, რომელიც კაცის ნერწყვის საშუალებით გააკეთეს - უარყოფითი პასუხი აჩვენა. ხოლო როდესაც ტესტი სპერმის საშუალებით გააკეთეს - პასუხი დადებითი გამოვიდა.
თურმე, 34 წლის წინ, როდესაც ეს მამაკაცი დედის მუცელში იმყოფებოდა, მისმა ორგანიზმა ტყუპი ძმის უჯრედები შთანთქა და გახდა ასე ვთქვათ - ქიმერა - არსება, რომლის სხეულიც გენეტიკურად განსხვავებული უჯრედებისგან არის აგებული.
ექიმები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეამცნიეს, რომ მამაკაცის კანი, სხეულის სხვადასხვა ადგილებში, განსხვავებული შეფერილობის იყო.
მოამზადა ელენე გურიელმა
mediamall.ge