მოსალოდნელია თოვლი და ტემპერატურის დაცემა - ამინდის პროგნოზი
- 2015-10-30 11:22:09
- 1399 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
1 – 2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაცემა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"1 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია +3,+8, მთაში +1, +6, მაღალმთაში - 4, +1 გრადუსის ფარგლებში.
1 ნოემბერს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში ზოგან თოვლი.
2 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს.
3 ნოემბრიდან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
newposts.ge