SOS! შოკისმომგვრელი ფაქტი თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში
- 2015-11-02 09:02:09
- 3811 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ალბათ ყველას გვაქვს მაღაზიში ნაყიდი ნივთი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ლამაზია, თუმცა მისი შემადგენლობის შესახებ არაფერი ვიცით. ძირითადი აქცენტი ხშირ შემთხვევაში საკვებ პროდუქტებზე კეთდება, თუმცა შესაძლოა ჩვენს სამზარეულოში ან ნებისმიერ ადგლას ისეთი ნივთიც აღმოჩნდეს, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს. პოსტი, რომელიც ფეისბუკის ერთ-ერთმა მოხმარებელმა გამოაქვეყნა შოკისმომგვრელია. ამჯერად საქმე გვაქვს ჭურჭელთან, რომელთანაც კონტაქტი შესაძლოა ყველა ჩვენგანს ჰქონდეს. ასე რომ სანამ რამე ნივთს შეიძენთ კარად დააკვირდით, რა არის მითითებული მის ეტიკეტზე.
„SOS!!!!! ეს მაღაზიაში გადავიღე, გაგიკვირდებათ რა იყო აქ გადასაღები ან დასაპოსტი, ვინც ინგლისური იცით აუცილებლად წაიკითხეთ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ უნდა შეიძინოთ ეს ნივთი თუ არა, სამზარეულოს აქსესუარებში უდევთ. მეც ვიფიქრე 3-4 ცალს ვიყიდი სასალათედთქო, აი როდესაც წავიკითხე მისი შემადგენლობა სასწრაფოდ სანიტარული სითხე წავისვი, ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადაგითარგმნით ვინც ვერ მიხვდით:
"ეს შეიცავს ისეთ ნივთიერებას რომელიც იწვევს სწრაფ სიმსივნეს და ხელის მოკიდების შემდეგ ხელები აუცილებლად დაიბანეთ" - ეს არის ძირითადი შინაარსი. სამწუხაროა როდესაც მსგავსი ნაგავი გასაყიდად დევს თან სამზარეულოს აქსესუარებში. ამ იარლიყის აცლის უფლება არ აქვთ, ვინც წაიკითხავს არ გაეკარება, ვინც არა კისერიც გიტეხიათო რააა. ეს პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელმაც კალიფორნიის შტატის ინფორმაციით, (როგორც ცნობილია) გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები და სხვა მსგავსი ზიანი. დაიბანეთ ხელი მისი ხელში აღების შემდგომ“- წერს ფეისბუქის რიგითი მომხმარებელი.
newposts.ge