ვინ არის მეოთხე? - ილიას მკვლელობის აქამდე უცნობი მონაწილე

საისტორიო არქივში არსებული თბილისის ჟანდარმერიის კარტოთეკის მასალები

ჯაში იყო ტერორისტული აქტების დამგეგმავი იმ ჯგუფისთვის, რომელშიც ილიკო იმერლიშვილი შედიოდა. ილიას მკვლელობა იყო დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ივანე ინაშვილი ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილე­ იყო, დიმიტრი ჯაში კი - მკვლელობის დამგეგმავ-ორგანიზატორი

























ექსკლუზიური ფოტო - ივანე ინაშვილის შესახებ კარტოთეკიდან ამოღებულ დოკუმენტს თან ახლავს თითის ანაბეჭდები, რომელზეც ჩანს ივანე ინაშვილის ფიზიკური ნაკლი, კერძოდ, მარჯვენა ხელის არათითი დაზიანებული აქვს (თითის გაშლა არ შეეძლო)

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ სიმაშვილმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" უნიკალური ფოტოები და მასალები­ ექსკლუზიურად მიაწოდა.

თენგიზ სიმაშვილი: - 2008 წელს გამოვაქვეყნე გამოკვლევა "სოციალ-დემოკრ­ატი ბოლშევიკი ტერორისტები - ილიას მკვლელობის შემსრულებლები", სადაც მკვლელობის მეოთხე სავარაუდო მონაწილის, ილიკო იმერლიშვილის შესახებ გამოვთქვი მოსაზრება... თბილისში ილია იმერლიშვილს მეტსახე­ლად ,,ილია მცხეთელს" ეძახდნენ, დუშეთის მაზრაში - ,,იმერელს", რადგან მისი წინაპარი ლეჩხუმიდან ყოფილა გადმოსული. ამ საკითხზე მუშაობდა შესანიშნავი ლიტერატორი ნოდარ გრიგალაშვილიც. 2010 წელს გამოსცა ნაშრომი "თანამდევი სული", სადაც­ ჩემგან განსხვავებულ მასალებზე დაყ­რდნობით ასაბუთებდა, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო სწორედ ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე. მისი ნაშრომის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი მოპოვებული მასალები გადამუშავებას, ახალი საარქივო მასალის მოძიებას საჭიროებდა...

წაიკითხეთ  სრულად  და  იხლეთ  ფოტოსურათები