
სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი 8 კანონიერი ქურდის ისტორია
- 2015-11-02 12:55:22
- 5344 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

„რუსეთის პირველი ქურდი“
ვანკა კანინი (ივანე ოსიპოვი) 13 წლის იყო, როდესაც ქურდული ბანდის წევრი გახდა და ამ შემადგენლობაში დაიწყო „რუსეთის პირველი ქურდის“ დანაშაულებრივი კარიერა. რამდენიმე ხანში იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების ნამდვილი ფრონტი გააჩაღა. თანამოაზრეებთან ერთად წვავდა სოფლებს, შტურმით იღებდა ღვინის ქარხნებს. შემდეგ ვანკა-კანინი, როგორც სამძებრო პოლიციის აგენტი, მსხვილი ქურდების დასამალავად პოლიციასთან წვრილმან ქურდებს „უშვებდა“ . სამი წელი ყვაოდა მისი „საქმე“ , რომელმაც მოსკოვი ქაოსში მოაქცია. იმპერატრიცას ბრძანებით, 1755 წელს მოსკოვში ჯარები შეიყვანეს და „რუსეთის პირველი ქურდი“ დააკავეს.
„მორიარტი ამერიკიდან“
დანაშაულებრივი სამყაროს ნაპოლეონი, ადამ ვორტი, დაახლოებით 1862 წელს ამერიკაში ემიგრირებულ ღარიბ გერმანულ ოჯახში დაიბადა. ამერიკის სამოქალაქო ომის ყოფილი მონაწილე ჯიბის ქურდი გახდა. შემდეგ თავისი „შაიკა" შეკრიბა და დანაშაულებრივი მოღვაწეობა გააჩაღა თავიდან ამერიკაში, შემდეგ ევროპაში. მას ეძებდა სკოტლენდ-იარდი და თავად პინკენტონი. ადამს ბოლო ძარცვა თავისუფლების დაკარგვად დაუჯდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ნაპოლეონმა“ ხუთი წელი იცოცხლა, ამ დროის განმავლობაში მოასწრო თავისი თავგადასავლის მოყოლა.
წაიკითხეთ სრულად