როგორ დაამარცხოთ ჰერპესი სახლის პირობებში

ეს უსიამოვნო ვირუსული დაავადება დედამიწის მოსახლეობის 40%-ს აწუხებს. ყველაზე ხშირად ეს დაავადება დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს აწუხებთ. განსაკუთრებულ უსიამოვნებას კი ქალბატონებს უქმნის. ჰერპესული ინფექცია წარმოიქმნება გაციების, ალკოჰოლისა და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მოქმედების საფუძველზე. ასევე, შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორსეს გადაედოს. ცნობილია, რომ 40 წლის შემდეგ ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 80% ავადდება.

ჰერპესის მკურნალობა ანტივირუსული მალამოებით შეიძლება, მაგრამ თუ მათზე ხელი არ მიგიწვდებათ, ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ:

1. ტუჩის ჰერპესს შველის სოჭის ზეთი. წაისვით მტკივან მონაკვეთზე ყოველ ორ საათში და აუცილებლად ძილის წინ.

2. ტუჩებზე უსიამოვნო გამონაყარის „მოწვა“
პროპოლისის ნაყენითაც შეიძლება. ოღონდ, როცა „მოიწვავთ“ , ათი წუთის შემდეგ გვირილის ან კალენდულას ექსტრაქტზე დამზადებული დამარბილებელი კრემი წაისვით.
საერთოდ, ჰერპესის მკურნალობის თითქმის ყველა მეოთდი მტკივნეულია, მაგრამ დაიჯერეთ, სილამაზისთვის ცოტაოდენი ტკივილის მოთმენა ნამდვილად ღირს!

წაიკითხეთ  სრულად