მეცნიერებმა დაადგინეს როგორი იქნება ადამიანი 1000 წლის შემდეგ
- 2015-11-03 19:41:05
- 4457 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცოტა ხნის წინ კანადელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დაადგინეს, როგორები იქნებიან მომავლის ადამიანები. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, 1000 წლის შემდეგ ადამიანი დღევანდელისგან ძალიან განხვავებული იქნება. ამის შესახებ ინტერნეტში სპეციალური ვიდეომასალაც გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია ადამიანის სავარაუდო ცვლილება.
კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გენეტიკური მუტაციები შედეგად მოიტანს სხეულისა და გონების ცვლილებას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ათასი წლის შემდეგ კაცობრიობას შემდეგი სახის ტრანსფორმაციები ელის:
1. გლობალურ დათბობას შედეგად ადამიანის კანის გამუქება მოჰყვება, რაც უფრო გაუადვილებს მას გარემო პირობებთან ადაპტაციას.
2. ადამიანის სხეულში ინტეგრირებული იქნება ნანორობოტები და თანდათანობით მოხდება მისი ბიომანქანად გარდაქმნა.
3. ადამიანები უფრო მაღლები და გამხდრები გახდებიან.
4. გენეტიკური მუტაციის გამო თვალის ფერი შეიძლება წითელი გახდეს.
5. საერთო ჯამში კაცობრიობა გახდება უფრო ლამაზი, ძლიერი და ჭკვიანი.
ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალში ადამიანებს შეეძლებათ შვილები დაბადებამდე, დედის მუცელშივე "აღჭურვონ" აუცილებელი ფიზიკური და გონებრივი თვისებებით.
სამწუხაროდ, ადამიანები გენეტიკურად თანადათან სულ უფრო დაემგვანებიან ერთმანეთს, რის გამოც გაიზრდება რისკი იმისა, რომ გაჩნდეს დაავადება, რომელიც მთელ კაცობრიობას გაანადგურებს.