
სილამაზის დედოფალი მუხლებზე დაეშვა დედის წინაშე, რომელიც მეეზოვედ მუშაობს
- 2015-11-03 21:20:59
- 3768 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

17 წლის ჰანიტა ფასაენგი ცოტა ხნის წინ ტაილანდის სილამაზის დედოფალი გახდა. კონკურსის მერე გოგონა თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რათა მუხლებზე დამდგარს გადაეხადა მადლობა დედისთვის, რომელიც თავისი მძიმე შრომით არჩენს ოჯახს.
ბევრ აზიურ ქვეყანაში დაჩოქება ვინმეს წინაშე პატივისცემის უმაღლეს ფორმას ნიშნავს. მინტის თქმით, ის ყოველთვის ამაყობდა დედით, რომელიც მეეზოვედ მუშაობს და გარდა ამისა, ნაგვის შეგროვებითა და გადამუშავებით არის დაკავებული.

"ის პატიოსნად შრომობს და არასოდეს შემრცხვენია ამის გამო", - ამბობს მინტი, რომელიც სრულ სიღატაკეში გაიზარდა. მინტის დედა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაეყარა ქმარს. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, მომავალი დედოფლისთვის სათანადო განათლება მიეცა და სკოლის დამთავრების შემდეგ ვერც კოლეჯში მისი გაგზავნა ვერ მოახერხეს. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოსურათები