"ნიჭიერის" გუნდი განცხადებას ავრცელებს
- 2015-11-03 21:24:59
- 1813 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ნიჭიერის" გუნდი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გვინდა გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა ნიჭიერში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრექასთინგზე.
უფრო დეტალურად: ნიჭიერის პრექასთინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრედ და იქიდან გამოსულმა გაიგო ნიჭიერის პრექასთინგის შესახებ, ჰკითხა დაცვას, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი სადაც ტარდებოდა პრექასთინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.
პრექასთინგზე მოსულმა, მან განაცხადა, რომ არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით გამოვიდა ნიჭიერში, როგორც მომღერალი.
რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში.
ნიჭიერის გუნდი.
itv.ge