"სავაში" გურიაში დაკრძალვაზე იმყოფებოდა
- 2015-11-04 18:54:53
- 1798 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში იმყოფებოდა. მსახიობი დაკრძალვაზე გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავს ახლდა.
მას შემდეგ, რაც მსახიობი საქართველოში ცნობილი გახდა, ხშირად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში და ჩამოდის ბათუმში, თბილისში. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მურატ ილდირიმი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას აპირებს.
gurianews.com