
"ახალი საუკეთესო It გოგოები საქართველოდან არიან" - ამერიკული "ვოგი" ქართული მოდის შესახებ
- 2015-11-05 11:16:24
- 4576 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ახალი საუკეთესო It გოგოები საქართველოდან არიან (ქვეყანა და არა შტატი)" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული „ვოგი.“
"ვინ იფიქრებდა ამას? საქართველოში(Georgia) მოდის აღქმის ბუმია! არა, ჩვენ არ ვგულისხმობთ ამერიკის შტატს, რომელიც ტკბილი ჩაისა და ფეხბურთის ფანატიკოსების სახლია. ჩვენ იმ საქართველოს ვგულისხმობთ, რომელიც კავკასიის რეგიონში რუსეთსა და თურქეთს შორის არის მოქცეული. საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკიდან ახალი ტალანტების აღმოჩენა მოდის ახალი ტენდენციაა. მაგალითად, „ბალენსიაგას“ ახალი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია, რომელსაც პარიზში უკვე აქვს საკულტო ბრენდი Vetements და საქართველოში ადგილობრივი ბრენდებიც, როგორებიცაა - რია ქებურია და ატელიე კიკალა. პოდიუმიც ვითარდება. უკვე ხვალ მერსედეს ბენც მოდის კვირეული იწყება. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს სერიოზული „ქუჩის სტილი“ - წერს გამოცემა და მკითხველს "ინსტაგრამის" რამდენიმე ქართველი მომხმარებლის "ექაუნთსაც" სთავაზობს.