6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- 2015-11-05 19:49:07
- 1156 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვერძი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ გავლენიანი ადამიანების რჩევას. ახალი და საინტერესო ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. დაქორწინებულებმა საღამო მეუღლესთან ერთად გაატარეთ.
კურო
სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებებიც გექნებათ შესასრულებელი. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლებისა და შვილების მიმართ.
ტყუპი
დღე ისე დაგეგმეთ, რომ საოჯახო საქმეებისთვისაც დაგრჩეთ დრო. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაასრულეთ საქმეები, რათა უქმეებზე დასვენება შეძლოთ.
კირჩხიბი
შეიძლება ახალი გასართობი გამოგიჩნდეთ. თუმცა, ჰობის და სამსახურის საქმეებს კარგად შეუთავსებთ ერთმანეთს. მოაგვარეთ საბინაო საკითხი. რჩევისთვის სპეციალისტებს მიმართეთ.
ლომი
სამსახურში მეტად გამოავლინეთ ნიჭი და - კეთილგანწყობა კოლეგების მიმართ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში დიდ ინტერესს გამოიწვევთ; მოსალოდენელია რომანტიკული ნაცნობობა.
ქალწული
საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის შექებას დაიმსახურებთ. ზოგიერთები საჭირო ინფორმაციას, ამბებს შეიტყობენ. გამონახეთ დრო მეგობრების, მშობლებისა და საყვარელი ადამიანისთვის.
სასწორი
კარგი დღეა მხიარული დროსტარებისა და გართობისთვის. ზოგიერთები დასვენებასაც მოახერხებენ. საღამოს შინ ნათესავები მიიპატიჟეთ და საოჯახო დღესასწაული მოაწყვეთ.
მორიელი
დატვირთული დღე გელით, - სამსახურში უნდა დაასრულოთ დაწყებული პროექტები; მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები. საქმეებში კოლეგები დაიხმარეთ. არ დაივიწყოთ ნათესავები და საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
მშვილდოსანი
სიახლეების მოლოდინში ხართ და შეიძლება რაღაც თავადაც შეცვალოთ. ზოგიერთი სამსახურის, საქმიანობის შეცვლაზე დაფიქრდება. ახალ კოლექტივში კარიერული წინსვლაც გელით და კოლეგების დაფასებაც.
თხის რქა
საინტერესო ადამიანებთან გელით ნაცნობობა: ზოგიერთი ახალ საქმიან პარტნიორს გაიჩენს, ზოგიც - სასიყვარულოს. სამსახურში იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებული.
მერწყული
სამსახურის საქმეებისგან მალევე გათავისუფლდით და დღე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, დასვენებას დაუთმეთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად და ქალაქგარეთ გასეირნებისთვისაც.
თევზები
დაასრულეთ სამსახურის საქმეები, რათა დრო პირადი ცხოვრებისთვის მოიტოვოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, დაგეგმეთ მომავალი, ეს კიდევ უფრო გაგიმყარებთ ურთიერთობას.