
ამ 7 ქვეყანაში დღემდე კანიბალიზმი ყვავის. წარმოდგენაც კი შემზარავია!
- 2015-11-05 19:45:42
- 3820 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

21-ე საუკუნე განვითარების არნახული ნახტომების დროა სხვადასხვა სფეროში. ამ პერიოდს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნე. საფიქრელია, რომ კაცობრიობამ უკვე მიაღწია მწვერვალს. თუმცა, ჩვენი სამყარო მკვეთრი კონტრასტებით გამოირჩევა. არ დაიჯერებთ, მაგრამ მაშინ როდესაც პლანეტა ინტენსიური განვითარების პიკზეა, მასზე კიდევ არსებობს კანიბალიზმის ტრადიცია. არა, "კრავთა დუმილის" სცენარზე არ მაქვს საუბარი. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჰანიბალ ლექტერები ჩვენს შორისაც არსებობენ. სანამ ტურისტულ მარშუტებს დაათვალიერებდეთ, ჯერ ეს სტატია წაიკითხეთ და გაიგეთ, რომელია ის 7 ქვეყანა, სადაც კანნიბალიზმი ნორმად ითვლება. პირადად მე, ამ ქვეყნებში ჩამსვლელი არ ვარ.
კონგო
კონგოში კანიბალიზმმა კულმინაციას კონგოს სამოქალაქო ომის დროს 1999-2003 წლებში მიაღწია. კანიბალიზმის ბოლო შემთხვევა აქ 2012 წელს დაფიქსირდა.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
მტრების შესაშინებლად. კონგოს მაცხოვრებლები, ასევე მიჩნევენ, რომ ადამიანის გული ძალის და ენერგიის წყაროა.
დასავლეთ აფრიკა
დასავლეთ აფრიკაში კაციჭამიები სპეციალური ჯგუფიც კი არსებობდა სახელწოდებით "ლეოპარდი". სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან, რომ ნადირობის დროს ისინი ლეოპარდის ტყავს იცვამდნენ და იარაღად მტაცებლის ბრჭყალების ხმარობდნენ. 80-იან წლებამდე აქ ხშირად პოულობდნენ ადამიანის ნარჩენებს.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
"ლეოპარდელების" თქმით, ადამიანის ჭამა აძლევს მათ ძალასა და ენერგიას.
ბრაზილია
ბრაზილიურ ტომ უარის ძალიან სპეციფიური გემოვნება აქვს. 1960 წლამდე ისინი მხოლოდ ღრმად მორწმუნე მომაკვდავებს ჭამდნენ. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო მხოლოდ ღვთისმოსავებით ვერ დაკმაყოფილდნენ და დღეს აქ ძალიან ხშირად გვხვდება კანიბალიზმის გამოვლინებები.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
სიღარიბის უკიდურესად მაღალი დონის გამო. ასევე, ადგილობრივების თქმით, მათ ზოგჯერ ესმით ხმები, რომლებიც კარნახობს მათ ამა თუ იმ ადამიანის მოკვლას.
პაპუა - ახალი გვინეა
ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ტომი კოროვაი 21-ე საუკუნეში ერთადერთი საზოგადოებაა, რომელიც რეგულარულად მოიხმარს ადამიანის ხორცს საკვებად. საინტერესო ფაქტია, რომ 1961 წელს მაიკლ როკფელერი - ნიუ-იორკის იმდროინდელი გუბერნატორის ნელსონ როკფელერის შვილი - გაემგზავრა ექსპედიციაზე ამ ტომის შესასწავლად, თუმცა იქიდან არ დაბრუნებულა. მისი სხეულიც ვერ იპოვეს.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
როდესაც ამ ტომის რომელიმე წარმომადგენელი კვება ისე, რომ არ არსებობდა რაიმე გამოკვეთილი ნიშანი, ტომის წარმომადგენლები ამაში შავი მაგიის კვალს ხედავენ. და იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ტომის სხვა წევრების სიკვდილიც ჭამენ გარდაცვლილს.
კამბოჯა
სპეციალური გამოძიების დროს ჟურნალისტმა ნილ დევისმა გაარკვია, რომ კაციჭამიობამ არნახულ მასშტაბებს აქ აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრძოლის დროს 1960-1970 წლებში მიაღწია. კამბოჯელი მეომრების რიტუალი მტს ჭვიძლის შეჭმა იყო.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
რელიგიური შეხედულებების გამო. ხელოვნურად შექმნილი კომუნისტური ორგანიზაციია :წითელი ქმერების" გამო.
ინდოეთი
ინდურ სექტა აგროხში ადამიანებს მხოლოდ მათი კეთილი ნებიდან გამომდინარე ჭამენ. ერთობის წევრები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამენ მოხალისეს, თუ მან ანდერძით ასკუთარი შინაგანი ორგანოები სექტას დაუტოვა. თავის ქალისგან და ძვლებისგან აგროხელები სამკაულებს აკეთებენ. თუმცა, ჩაარებული გამოკვლევის თანახმად, ამ სექტის წევრები მდინარე განგში ნაპოვნ გვამებსაც მიირთმევენ.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
აგროხებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ხორცი მარადიული ახალგაზრდობის საუკეთესო ელექსირია.
ფიჯის კუნძულები
ამ ადგილს არაოფიციალური სახელიც კი აქვს - "კანიბალების კუნძული". საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, დღემდე კლავს მოწინააღმდეგე ტომის წარმომადგენლებს, რომ მოიხმაროს მისი ხორცი საკვებად.
რატომ ჭამენ ადამიანებს?
ეს ერთგვარი შურისძიების რიტუალია.
თუ მაინც გადაწყვეტთ ამ ადგილების მონახულებს, ფრთხილად იყავით და თავი აარიდეთ ამ ტომებს. გაუფრთცილდით ახლობლებსაც და მოუყევით მათ ამ ტურისტებისთვის საშიში ადგილების შესახებ.
einteres.ge