"ჩემი ცოლის დაქალები" დღეს ეთერში არ გავა

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დღეს ეთერში არ გავა. ამის შესახებ „რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა “პროფილის” წამყვანმა მაია ასათიანმა განაცხადა, სადაც მას სერიალის მთავარი სცენარისტი ქეთი დევდარიანი ჰყავდა მოწვეული.

ამის მიზეზად „რუსთავი 2“-ის ეთერში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დასახელდა.

გავა თუ არა “ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში ჯერჯერობით უცნობია.