ამ 11-წლის ბიჭს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი

ჯორდან ბრაუნი-ყველაზე პატარა პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა ვადამდელი განთავისუფლების უფლების გარეშე. იგი არის პენსილვანიის შტატიდან. 11 წლისამ მან ესროლა თავის დედინაცვალს, რომელიც დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვს. სამწუხაროდ ბავშვის გადარჩენაც ვერ შეძლეს. ჯორდან ბრაუნმა მოკლა 26 წლის, ფეხმძიმე კენზი ხოეკი, რომელსაც ეძინა თავის სახლში- ეს ბრალდება ჯორდანს მისი ჩვენების მიხედვით წაუყენეს. ყველას გასაოცრად, მან ძალიან დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს ჰქონდა საკმაო ფაქტები იმისთვის, რომ ჯორდანი დამნაშავედ ეცნოთ. ხოეკის ოჯახს დაუჯერებლად მიაჩნდათ ასეთი სასტიკი ქმედება ბავშვისგან. მსგავს სიტუაციებში პენსილვანიის შტატის კანონმდებლებს აქვთ სრული უფლება რომ ბავშვი გაასამართლონ როგორც სრულწლოვანი. ჯორდანი ახლა 13 წლისაა. ცნობისათვის- პენსილვანიის შტატში სამუდამო პატიმრობა მისჯილი აქვს დაახლოებით 450 არასრულწლოვანს.