რაც შვილმა მამას გაუკეთა, ნამდვილად ყველას გააოცებს
- 2015-11-06 21:34:56
- 2870 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
შვილმა გადაწყვიტა მამა რესტორანში წაეყვანა და ესიამოვნებინა მისთვის. მოხუცი კაცი იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად ვერც კი ჭამდა. საჭმელი კოვზიდან შარვალზე და პერანგზე უვარდებოდა. გარშემომყოფები მოხუცს ზიზღით უყურებდნენ. შვილი კი მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა.
როდესაც მამამ ჭამას როგორღაც მორჩა, შვილმა ხელი ჩაჰკიდა და ტუალეტში წაიყვანა. იქ მან მამას სახიდან საჭმლის ნარჩენები მოუსუფთავა, შარვლიდან ნამცეცები ჩამოფერთხა, გაუწმინდა სათვალე და სიყვარულით დაულაგა თმები.
ხალხი მამასა და მის ვაჟს სრულ სიჩუმეში უყურებდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ რატომ აძლევდა ეს მოხუცი კაცი, შვილს საკუთარი თავის შერცხვენის საშუალებას. შვილმა გადაიხადა ვახშმის საფასური, ნაზად დაეხმარა მამას ადგომაში, რა დროსაც მოხუცმა ჰკითხა:"შვილო დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი დაგავიწყდა?"
ვაჟმა უპასუხა:"არა, არაფერი". თუმცა ერთმა უცნობმა შეამჩნია, რომ დაავიწყდა რაღაც:"დაგავიწყდა!შენ დატოვე შენი დიდსულოვნება. შენ ყველა შვილს მაგალითი მიეცი, მოხუც მშობლებს კი იმედი აჩუქე!"
რესტორანში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა...
მოამზადა ელენე გურიელმა
mediamall.ge