როგორ ცხოვრობენ პატარა ლუციფერი და ადოლფ ჰიტლერი?

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანისთვის დარქმეული სახელი მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამაზე ალბათ განსაკუთრებით ის მშობლები ფიქრობენ, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ, ხანდახან - უცნაურ, ხან კი ძალიან საშიშ და უცხო სახელსაც კი არქმევენ შვილებს.

ძმები ლუციფერი და ვოლდემარი
ნატალია და კონსტანტინ მენშიკოვები პერმიდან არიან. ამბობენ, რომ სატანისტურ სექტაში არიან გაერთიანებულნი და შარშან შემოდგომაზე, როცა შვილი გაუჩნდათ, რუსეთში სახელი გაითქვეს. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა წყვილმა ბავშვს ლუციფერი დაარქვა და მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიულ უწყებაში არწმუნებდნენ, რაიმე სხვა დაერქმიათ, მათ თავისი გაიტანეს და ბავშვს ახლა ლუციფერი ჰქვია. მათი გადმოსახედიდან ლუციფერი პროტესტის სიმბოლოა. ღმერთის წინაშე პროტესტის. "თუ არ მოეწონება ეს სახელი, 14 წლისას შეუძლია, გადაირქვას", ამბობს ბავშვის დედა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ უჩვეულო სახელმა და ასეთმა უცნაურმა არჩევანმა არც ბავშვს მოუტანა ხეირი და არც მის მშობლებს. მისი დაბადებიდან სულ მალე წყვილი გაიყარა - თურმე, ქმარი ცოლს ღალატობდა. მერე ნატალიამ აპატია ქმარს, ისევ შერიგდნენ და ცოტა ხნის წინ მეორე ვაჟიც გაუჩნდათ. წაიკითხეთ  სრულად