9 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება - როგორია ვრცელი პროგნოზი
- 2015-11-08 19:55:35
- 1252 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
9 ნოემბრიდან ამინდების გაუარესებას ელოდებიან სინოპტიკოსები. როგორ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ ,,ნიუპოსტს“ განუცხადა, წვიმა და ნისლი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა კი 10-15 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ 13-14 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში. ხვალ კი შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება.
9 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. წვიმის ნალექი გავრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც, მაღალმთაში კი იქნება თოვლი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში 9 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-15 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი კიდევ დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ნოემბერს დღისით ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება.