ტიბეტური ჰოროსკოპი - გაიგე შენი მომავლის შესახებ - 97%-იანი სიზუსტით

ტიბეტური ჰოროსკოპი - მკითხაობის, ნუმეროლოგიისა და ასტროლოგიის შერწყმაა. გაიგეთ ვისთან იმეგობროთ, ვის მოერიდოთ, რაზე გაამახვიოლოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ფერადი ფრანი
დაბადების წელი: 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000

ამ წელში დაბადებულები, ორაზროვანი და წინააღმდეგობრივი ადამიანები არიან. შესაძლოა კეთილი ფერია ნებისმიერ დროს იქცეს ბოროტ მონსტრად. ცხოვრებისეულ სირთულეებს ვერ ამჩნევენ, ამიტომ მათ ნაცვლად პრობლემების მოგვარება ხშირად სხვას უწევს. ამ ნიშნის ადამინები ინფანტილურები, მგრძნობიარე და უსუსურები არიან. კომუნიკაბელურებიც, უყვართ მხიარული, უდარდელი ცხოვრება. უმჯობესია გრძნობებთან და სხვა ადამიანებთან მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
იმეგობრონ: შავ ბიზონთან;
უფრთხილდნენ: ცეცხლის მფარველს;
იღბლიანი ციფრები: 3, 15, 27;
საუკეთესო პერიოდი - თებერვალი.

კობრა
დაბადების წელი: 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ნამდვილი ორატორები, ფილოსოფოსები და პედაგოგები არიან. ნებისმიერ ადამიანს უჩვენებენ სწორ გზას. აღმერთებენ ბრძნული რჩევების მიცემას. გამოირჩევიან მზრუნველობით, მეგობრებს ყოველთვის ეხმარებიან, ხშირად საკუთარი თავიც ავიწყდებათ. უმჯობესია მეტი დრო დაუთმოს პირად ცხოვრებას.
იმეგობრონ: მცხუნვარე მზესთან;
უფრთილდნენ: ფერად ფრანს;
იღბლიანი ციფრები: 1, 13, 25;
საუკეთესო პერიოდი - ივნისი.

ცეცხლის მფარველი
დაბადების: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002

ოჯახური მყუდროების დარაჯი, სინათლისა და სიხარულის მომნიჭებელი. კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ. მას ყოველთვის თბილად ეპყრობიან, თუმცა მიუხედავად ამისა მარტოობას ყოველთვის განიცდიან. უზომოდ მოწესრიგებული და პატიოსანია. მორალი მათთვის მთავარია. ცოტა ამპარტავანი, ჩაკეტილი და კონსერვატულია. მეტი გახსნილობა და მიმტევებლობა ნამდვილად არ აწყენდათ.
იმეგობრონ: ბერებთან;
უფრთხილდნენ: ფერად ფრანს;
იღბლიანი ციფრები: 4, 16, 28;
საუკეთესო პერიოდი: იანვარი.

სუფთა წყალი
დაბადების წელი: 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003

სიკეთისა და პოზიტივის განსახიერება. მათთვის უცხოა სისასტიკე და უსამართლობა. ღალატი ყოვლად მიუღებელია, დადებითი ემოციის მატარებლები არიან და აფასებენ მეგობრულ თანადგომას. კარგი რჩევა იქნება, თუ ინტუიციას მიჰვებიან - ეს ცხოვრებისეული გზის არჩევანში დაეხმარება.
იმეგობრონ: ნეფრიტის სვეტთან;
უფრთხილდნენ: ტყავის სამაჯურს;
იღბლიანი ციფრები: 5, 17, 29 ;
საუკეთესო პერიოდი: მაისი.

ნეფრიტის სვეტი
დაბადების წელი: 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ ხალხმრავლობა და საჯარო გამოსვლები. არ უყვართ ძალდატანება და პირადი სივრცის ნებისმიერი შეზღუდვა, ყოველთვის არჩევენ დუმილსა და განმარტოებას. ცხოვრებაში ძალიან აქტიურები არიან, განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯიდლოებული, გამუდმებით ჭეშმარიტების ძიებაში არიან.
საზოგადოებაში ცივი და მბრძანებელი არისტოკრატის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტიბეტური ჰოროსკოპი მათ ურჩევს - მეტი ყურადღება გაამახვილონ გარშემომყოფებზე, გახდნენ უფრო მოქნილები და წინდახედულები.
იმეგობრონ: მეტალის გონგთან;
უფრთხილდნენ: შავ ბიზონს;
იღბლიანი ციფრები: 6, 18, 30 ;
საუკეთესო პერიოდი: ნოემბერი.

მეტალის გონგი
დაბადების წელი: 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005

ეთგული, გულუხვი და კეთილშობილი - მამაცი რაინდები. ძალიან თვითკრიტიკულები და მგრძნობიარენი. საზოგადეობაში უარყოფით თვისებებს არ ავლენენ, ხშირად თავს იკავებენ, რათა ცდუნებას გაუძლონ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა თავი უნდა დაანებომ მაღალი იდეალების ძიებას და ბოლოსდაბოლოს მოდუნდნენ, რათა ცხოვრებით ტკბობა ისწავლონ.
იმეგობრონ: ნეფრიტის სვეტთან;
უფრთხილდნენ: ტბის კუს;
იღბლიანი ციფრები: 7, 19, 31;
საუკეთესო პერიოდი: სექტემბერი.

ტბის კუ
დაბადების წელი: 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006

ისინი თავად განკარგავენ ბედისწერას, გეგმების რეალიზაციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიან. ტბის კუები ნაზები და ერთგულები არიან, ინტრიგა და ეშმაკობა მათთვის
უცხოა. თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ გარშემომყოფები ყოველთვის ასეთი კარგები და სამართლიანები არ არიან.
იმეგობრონ: ცეცხლის მფარველთან ;
უფრთხილდნენ: მეტალის გონგს;
იღბლიანი ციფრები: 8, 20, 30;
საუკეთესო პერიოდი: აპრილი.

ტყავის სამაჯური
დაბადების წელი: 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007

მათ მისტიკა იტაცებს, ნებისმიერი საიდუმლო და გამოცანა აინტერესებთ. განმარტოებასა და ჩაკეტილობას პერიოდულად ცვლის გააქტიურება, კომუნიკაბელურობა. მარტო დარჩენის შიში წინ სვლისკენ უბიძგებს და ხშირად იძენენ ახალ მეგობრებს. თავხედის ან დონჟუანის უკან ხშირად შინაგანად დაკომპლექსებული და დაბნეული ადამიანი დგას. ხანდახან აგრესიასა და კონფლიქტსაც იწვევენ, თუმცა ახლო მეგობრებზე დამუკიდებულები რჩებიან.
იმეგობრონ: მცხუნვარე მზესთან;
უფრთხილდნენ: ბერებს;
იღბლიანი ციფრები: 9, 21, 23;
საუკეთესო პერიოდი: მარტი.

შავი ბიზონი
დაბადების წლები: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008

ყოველთვის პირდაპირ არკვევს, ერიდება შემოვლით გზებს, რათა ზედმეტი უსიამოვნება თავიდან აიცილოს. ძლიერი და თავდაჯერებულია, რაც ირგვლივ მყოფებს აღაფრთოვანებს. ტიბეტური ჰოროსკოპი ურჩევს მტრებთან ყურადღებით იყოს, რადგან ხშირად ძალიან საშიშები არიან.
იმეგობრონ: ფერად ფრანთან;
უფრთხილდნენ: კობრას;
იღბლიანი ციფრები: 10, 22, 29;
საუკეთესო პერიოდი: ივნისი.

ახალი მთვარე
დაბადების წელი: 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009

ახალი მთვარის ქვეშ მეოცნებე, იშვიათი და მგრძნობიარე, ნაზი ადამიანები იბადებიან. თავს აქტიურად იჩენენ საქმესა და ვნებიან სიყვარულში. ის ცვალებადი, მერყევი და ეჭვიანი ადამიანია - რაც ბევრ პრობლემას უქმნის.
უმჯობესია ემოციები აკონტროლონ და მაშინ მათთან ურთიერთობაც გაადვილდება.
იმეგობრონ: ფერად ფრანთან;
უფრთხილდნენ: ნეფრიტის სვეტს;
იღბლიანი ციფრები: 11, 23, 31;
საუკეთესო პერიოდი: აგვისტო.

მცხუნვარე მზე
დაბადების წელი: 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010

სავსე არიან ცხოვრებისეული ძალითა და ოპტიმიზმით. ერთგული მეგობრები და დამხმარეები არიან, შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში ენდოთ. მათი ყველაზე დიდი შიში თავისუფლების დაკარგვაა. ნებისმიერ რთულ სიტუაციას სწაფად და მათ სასარგებლოდ უმკლავდებიან. წლებთან ერთად მშვიდდებიან და სიცოცხლით სავსენი ხდებიან.
იმეგობრონ: ტყავის სამაჯურთან;
უფრთხილდნენ: ცეცხლის მცველთან;
იღბლიანი ციფრები: 12, 24, 26;
საუკეთესო პერიოდი: ოქტომბერი.

ბერი
დაბადების წელი: 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011

მიზანდასახული პიროვნებები არიან. გარდა ამისა, ხალისიანი, კომუნიკაბელური, წარმოსახვის კარგი უნარით დაჯილდოებულია, აღმერთებს კამათს. ადამიანებში სიკეთეს, გახსნილობას, სპონტანურობასა და უბრალოებას აფასებს. ერთგულები და სტაბილურები, არ შეუძლიათ ღალატი. კონფლიქტებისგან თავის ასაცილებლად, უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველას მათსავით ბრძნულად აზროვნება არ შეუძლია.
იმეგობრონ: ცეცხლის მფარველთან;
უფრთხილდნენ: სუფთა წყალს;
იღბლიანი ციფრები: 11, 23, 28;
საუკეთესო პერიოდი: დეკემბერი.


mediamall.ge