მამებისგან უარყოფილი ცნობილი ქართველები

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მუდამ ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებენ, მათი პირადი ცხოვრება კი საზოგადოების განხილვის საგანია. ზოგიერთები ეკრანზე მომღიმარი სახის უკან მწარე წარსულს მალავენ. ეს სტატია კი სწორეთ მათზეა, ვისი მომღიმარი სახის უკანაც მძიმე ბავშვობაა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქართველებს, რომლებიც მამებმა უარყვეს.


რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. ის და მისი და ნინუცა მაყაშვილი მამამ "უარყო", რის გამოც გოგონებმა გვარიც კი შეიცვალეს. დები მაყაშვილები ერთ დროს დები ცხვედიანები იყვნენ. გოგონების მამა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ოჯახზე საუბრობდა. უცებ კი მას ასეთი რამე უთქვამს, მე მყავს მეუღლე და ორი შვილიო, ცხადია მან მეორე ქორწინებაში გაჩენილი შვილების სახელები დაასახელა, რუსკასა და ნინუცაზე კი არაფერი უთქვამს. გოგონებისთვის ეს დიდი ტრავმა აღმოჩნდა და ამავე დროს ბოლო წერტილიც. მათ გადაწყვიტეს: "ჩვენ მაყაშვილების ოჯახი გვზრდის და დღეიდან ამ გვარს ვატარებთო".




მამასთან ურთიერთობა არ აქვს ნუკა კვალიაშვილს. მას შემდეგ რაც ნუკას მამა ეკა კვალიაშვილს გაშოდა, ქალიშვილი სულ რამდენჯერმე ნახა. ნუკას ბევრი დაპირება და იმედგაცრუება ახსოვს. ახალგაზრდა მომღერალმა ისიც კი არ იცის როგორი გრძნობაა გყავდეს მამა. სულ ცოტა ხნის წინ ნუკამ გვარი შეიცვალა, უკვე ოფიციალურადაც კვალიაშვილია. მომღერალს უნდა დედის, იმ მშობლის გვარს ატარებდეს, რომელმაც მასზე იზრუნა და გაზარდა.






წაიკითხეთ  სრულად