ქალები, რომლებსაც ყველაზე ლამაზი საჯდომი აქვთ

წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ქალბატონებს, რომლებიც საუკეთესო საჯდომების პატრონები არიან და ბევრი მათ სწორედ ამ "დეტალის" გამო იცნობს და მოსწონს.

ჯენიფერ ლოპესი

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, რომელიც უკვე 45 წლისაა, საკმაო ხანია ყველაზე სასურველი ქალის სტატუსს არ კარგავს შოუ-ბიზნესში. სწორედ ჯეი ლომ შექმნა წარმოუდგენელი პრეცედენტი, როდესაც საკუთარი საჯდომი 300 მილიონ დოლარად დააზღვია. ჯენის შემდეგ თავიანთი სხეულის ნაწილების დაზღვევა სხვა ვარსკვლავებმაც დაიწყეს.

კიმ კარდაშიანი

ამერიკელი ტელევარსკვლავი საკუთარი არასტანდარტული მომხიბვლელობით გამოირჩევა. 34 წლის კიმს
არც ადარდებს, რომ სხვა არცერთი ასპექტით არ იქცევს ყურადღებას. მისი პარამეტრებია 86-66-99, იწონის 53 კილოს და სიმაღლეში 159 სანტიმეტრია.

ბიონსე

კიდევ ერთი ამერიკელი, რომელმაც საკუთარი ფორმებით მსოფლიო დაიპყრო. კარდაშიანისგან განსხვავებით, ის მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამო არ გამხდარა პოპულარული. 33 წლის ბიონსე დამსახურებულად ითვლება ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად. მისი სიმაღლე 167 სანტიმეტრია, წონა კი 60 კილოგრამი. პარამეტრები 90-63-102.

სკარლეტ იოჰანსონი

მას დიდი ხანია თანამედროვე მერლინ მონროს უწოდებენ. 30 წლის მსახიობი, რომელმაც უკვე შვილიც გააჩინა, თავისი მადისაღმძვრელი ფორმების გამო, თანამედროვე სექს-სიმბოლოდ რჩება.

ირინა შეიკი

29 წლის რუსი სუპერმოდელი უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ითვლება მსოფლიოში. მისი სხეულის თითოეული მონაკვეთი იდეალურია. შეიკი სიმაღლეში 178 სანტიმეტრია, 54 კილოგრამს იწონის, პარამეტრები კი 88-58-90.


ambebi.ge