
აი ვის სესთავაზა იუნა შაფათავამ საკუთარი ტავი
- 2015-11-11 19:20:29
- 1487 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

იუნა შაფათავა თადარიგს წინასწარ იჭერს და ორგანიზატორებს საახალწლო კონცერტებისა და კორპორატიული საღამოების წამყვანადსაკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. მკითხველს შინაარსის გაგება რომ არ გაჭირვებოდა, იუნამ საკუთარი სურვილი რამდენიმე ენაზე დაწერა. სოციალური ქსელია მაინც და რა ვიცით რომელი ეროვნების მკითხველი გადააწყდება მის პოსტს. რამდენად გამოუა მას წამყვანის ამპლუის „ურიგოდ“ მორგება კაცმა არ იცის, რადგან ახალი წელი ის დღესასწაულია, როდესაც კონკურენცია ამ პოზიციაზე პიკს აღწევს.
„შეგახსენებთ, რომ სიამოვნებით შევადგენ, ორგანიზებას გავუწევ და წავიყვან კორპორატივს ან საღამოს ახალ წელს და საშობაო დღესასწაულებზე. პირობები შეთანხმებით, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ წელს ვინმე სასწაულ საჩუქარს გამიკეთებს და ყველაზე მაგარი ახალი წელი იქნება, თუმცა მუშაობაზე მაინც არ ვიტყვი უარს და გავფრინდები შემდეგ გაითვალისწინეთ, 4 ენაზე ვლაპარაკობ, ვმღერი, ვცეკვავ და თვალებს არ ვუპაჭუნებ თქვენს ქმრებს და ბოი ფრენდებს. შეკვეთები ვარსკვლავ-სტუმრებზე მიიღება, ასევე ნუ რა თქმა უნდა, სასაჩუქრე შემოთავაზებებიც თოვლის ბაბუებისგან და ფერიებისგან განიხილება თან ვარ ძალიან ბედნიერ ხასიათზე და დავაფრქვევ კეთილ აურას, მაქვს მიზეზები გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს“ - წერს იუნა შაფათავა ფეისბუკის გვერდზე.
newposts.ge