ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა
- 2015-11-13 13:43:53
- 1212 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 14 ნოემბერს 2.4018 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4020 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0002 -ით გამყარდა.
სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5879 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.5749 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0130- ით გაუფასურდა.