კესარია მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში, კესარია აბრამიძე მიმართვას ავრცელებს და დიდი იმედი აქვს, რომ მის აზრს ბევრი გაიზიარებს. უნდა რომ ყველა ადამიანი თავისუფალი იყოს და თავადვე განაგოს საკუთარი ბედი. არ ჰქონდეს ბარიერად შემდეგი სუტყვები თუ რას იტყვის ხალხი და ასე შემდეგ.
„თავისუფლება არის აქო“- თავისუფლება შენშია! იყავი თავისუფალი! თავისუფლება მოვა, როგორც მე ვარ თავისუფალი ასევე შენც იყავი. ნუ შეზღუდავ თავს და ნუ დააბრალებ ქვეყანას შენს სიმხდალეს. იყავი ის ვიც ხარ, თქვი ის რაც გინდა, აკეთე ის რაც გსიამოვნებს, იცხოვრე ისე როგორც გსურს. გახსენი შენი თავი და თავისუფალი ხარ... ისედაც ცოტა დროით ვართ ამ სამყაროში. რატო? რატომ ფიქრომ საზოგადოებისა და მეზობელი მანანას აზრზე? ხო შენ გეუბნებბი, ვინც ამას კითხულობ. დაიმახსოვრეთ: მე ნუ მაშინებთ ღმერთის არსებობით. ნუ მაშინებთ. თქვენ ყოვლად უბიწონო, ტრადიციების სადარაჯოზე სკამებით შეიარაღებულნო, ნუ მაშინებთ ღმერთის არსებობით. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი ცოდვებისთვის, მაგრამ არა თქვენს წინაშე.თქვენ, არ გაქვთ უფლება ღმერთის სახელით ისაუბროთ და გამკიცხოთ მე. შეიგნეთ ეს. თქვენ არ ხართ ღმერთი და არ იცით ვის სულში რა ხდება. ზნეობის მოჩვენებითი დამცველები, პურიტანები ხართ და თქვენი ამ საქციელით ძალიან ბევრს უკარგავთ რწმენას. გამოიხედეთ თვალებში, იაზროვნეთ, მხოლოდ ფასადებს ნუ შესცქერით და ნუ გადაიქცევით ბრბოს ნაწილად. ღმერთი ძალადობას გმობს, რატომ გავიწყდებათ ეს? რატომ ძალადობთ ჩვენზე ან რატომ გვიბიძგებთ საკუთარ თავზე ძალადობისკენ? "ადამიანი დამნაშავე არ არის იმაში, რომ უყვარს," გაიგეთ, შეიგნეთ ეს!

მადლობთ ყურადღებისთვის ! პატივისცემით, კესარია აბრამიძე

newposts.ge