ეს 12 წლის გოგონა აინშტაინზე ჭკვიანია
- 2015-11-15 08:05:33
- 2525 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბრიტანელმა 12 წლის გოგონამ ლიდია სებასტიანმა გაიარა მენსას კატელის III B ტესტი, სადაც მან საუკეთესო მაჩვენებელი - 162 ქულა აიღო. აღმოჩნდა, რომ მას უფრო მაღალი IQ აქვს, ვიდრე ალბერტ აინშტაინის და სტივენ ჰოუკინგს.
"მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მადარებდნენ ისეთ დიდ ინტელექტუალებს, როგორებიც აინშტაინი და ჰოუკინგი არიან. მათ ძალიან ბევრი შეძლეს." - განაცხადა ლიდიამ CNN-თან საუბრისას.
გოგონა კოლჩესტერის ერთ-ერთი სკოლის მერვე კლასში სწავლობს.
"მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიშრომო და ვნახავ, სადამდე მიმიყვანს ეს ყველაფერი." - განაცხადა ლიდიამ.