რომელია ჯანსაღი კვერცხი? მეთოდი, რომელიც რამდენიმე წამში ჯანმრთელ პროდუქტს გაპოვნინებთ

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც კვერცხის გატეხვის დროს მისი გული ან ძალიან ყვითელია ან სტაფილოსფერი. ამ დროს უნდა იცოდეთ, რომ ყველა კვერცხი სულაც არაა საჭმელად ვარგისი. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ დიდი ფაბრიკების კვერცხი უფრო ნაკლებადაა სასარგებლო, ხოლო პატარა ფერმის და ე.წ. “შინაური” კვერცხი ბევრად მარგებელია.

ქათამი, რომელიც სუფთა გარემოში ჯანსაღად იკვებება რა თქმა უნდა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ კვერცხს დადებს, ხოლო იქ, სადაც ქიმიური და სხვა არაბუნებრივი საშუალებებით კვებავენ შესაბამისად უსარგებლო პროდუქტს გვაძლევს.

იმის გარკვევა თუ რამდენად ჯანსაღია პროდუქტი ძალიან მარტივად შეიძლება: დააკვირდით კვერცხის გულის ფერს. თუ ყვითელია ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება ხელოვნური და ქიმიური ნივთიერებებით მოხდა, რასაც ვერ ვიტყვით ბუნებრივ ნატურალურ პროდუქტზე განვითარებულ კვერცხზე, რომლის ფერი სტაფილოსფერია.

ამ განსხვავებას გემოზეც შენიშნავთ და ბოლოს, კიდევ ერთი განმასხვავებელი ფაქტორი ისაა, რომ არაჯანსაღი კვერცხის გული გატეხვისას მალე იშლება და ცილას ერევა.

aww.ge