რატომ ვამთქნარებთ და რა იწვევს მთქნარებას?

მთქნარება რეფლექსური, უნებლიე სუნთქვითი აქტია, ხანგრძლივი და ღრმა ჩასუნთქვა, რომლის დროსაც ორგანიზმში გაცილებით დიდი რაოდენობის ჟანგბადი ხვდება. ამთქნარებს დედის მუცელში საიმედოდ მოკალათებული ნაყოფიც.

მიზეზები
მთქნარების ყველა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა რამდენიმე მათგანში ეჭვი არავის ეპარება.


1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევისას
როდესაც სისხლში იმატებს ნახშირორჟანგის რაოდენობა, ორგანიზმი ითხოვს ბალანსის აღდგენას და ჟანგბადის უფრო დიდ ულუფას, რის შედეგადაც ადამიანი მთქნარებას იწყებს.

2. ადაპტაციისთვის
მთქნარება მიზნად ისახავს საათობრივი სარტყლის ცვლილებისადმი ადაპტაციას. მუცლად ყოფნის მე-20 კვირას ნაყოფის ორგანიზმი იწყებს ძილისა და სიფხიზლის ციკლების გამომუშავებას, რის გამოც ამ პერიოდში ის ბევრს ამთქნარებს. ანალოგიური მექანიზმი ირთვება ხანგრძლივი ფრენისას: ორგანიზმი ინტუიციურად იწყებს გაძლიერებულ მთქნარებას, რაც მიზნად ისახავს ძილისა და სიფხიზლის ციკლის ცვლილებისადმი შეგუებასა და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას.

3. ენერგიის მარაგის შესავსებად
დილით მთქნარება ორგანიზმის ენერგიით შევსების საუკეთესო საშუალებაა. ჟანგბადის ჩვეულებრივზე დიდი ულუფა ადამიანს ააქტიურებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ყურადღებას.

4. რელაქსაციისთვის
ადამიანი ამთქნარებს დასამშვიდებლადაც, საპასუხისმგებლო მოვლენების წინ, სპორტსმენი - შეჯიბრების, სტუდენტი - გამოცდის, პაციენტი - ექიმის კაბინეტში შესვლის, მსახიობი კი სცენაზე გასვლის წინ.

წაიკითხეთ  სრულად