რატომ იცვამენ მილიონერები ერთსა და იმავეს ყოველ დღე

მოდის ინდუსტრიის მუდმივი განვითარების მიუხედავად, უფრო და უფრო იზრდება ეგრედწოდებული კაფსუალური გარდერობის პოპულარობა – გარდერობის, რომელიც მხოლოდ 10-15 ძირითადი რამისგან შედგება. რაც მთავარია, ძალიან ხშირად, ამ სტილს მიმართავენ ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანები.



1. ნაკლები გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, მით უფრო უარესია მათი ხარისხი. მაგალითად, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი. ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველ დღე იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, სიიდან ყველაზე პატარა პუნქტის ამოშლაც კი – მაგალითად, იმის არჩევა თუ რას ჩავიცვამთ დილით, – ათავისუფლებს უფრო მეტ დროს და ადგილს მათ თავში.

2. ნაკლები დროის ხარჯვა. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენი დრო მიდის ტანსაცმლის არჩევაზე, სანამ მათზე უარს არ ვიტყვით. ხუთ წლის წინ მოსკოვში ჩატარდა ექსპერიმენტი სახელად «333»: ექსპერიმენტის მონაწილეები იძულებულები იყვნენ ჩაეცვათ მხოლოდ 33 ტანსაცმლის სახეობა 3 თვის განმავლობაში. მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ ამ პერიოდში მათ უფრო მეტი დრო რჩებოდათ სხვა საქმეებისთვის, დილით ადგომა და სამსახურისთვის მომზადება კი უფრო მარტივი გახდა.

3. ნაკლები სტრესი. როგორც აღნიშნავს კრეატიული დირექტორი მატილდა კალი ნიუ-იორკიდან, კაფსულარულ გარდერობთან ერთად, ის უფრო ნაკლებად დარდობს ტანსაცმელზე დღის განმავლობაში. უკვე აღარ არის ასეთი ფიქრები: ეს ზედმეტად ოფიციალური ხომ არ არის? ზედმეტად ღია ხომ არ არის? «მე თითქმის ყოველთვის ვნანობდი იმაზე, თუ რას ვიცვამდი, სანამ ჩავიდოდი მეტროს სადგურში». თუმცა ახლა მას უკვე აქვს საფირმო სამოსი, რომელიც ეხმარება უფრო ნაკლები სტრესი მიიღოს დღის განმავლობაში.

4. ნაკლები ენერგიის ხარჯვა. ამ იდეას უერთდება კრისტოფერ ნოლანი, ცნობილი რეჟისორი. ის აღნიშნავს, რომ ენერგიას ითხოვს არამარტო დიდი გარდერობის შერჩევა, არამედ მისი მოვლა, დალაგება, ნივთების განცალკევება, რეცხვა და ა.შ., რაზეც წარმატებულ ადამიანებს დრო და ენერგია არ რჩებათ.

5. ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი. დიდი გარდერობი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს იყენებთ, რასაც იქ ინახავთ. «ადრე ჩემი კარადა საკონდიტროს ჰგავდა, დიდი და დამთრგუნველი მრავალფეროვნებით, — ამბობს ერთი ახალგაზრდა დედა. — და ჩემი ტანსაცმლების უმეტესობა საერთოდ არ მომწონს, მათში თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ახლა კი ჩემი კაფსულარული გარდერობი — ელიტარული რესტორანივითაა. უფრო ნაკლები არჩევანი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ყველა — იდეალურია. არამარტო უკეთესად გამოვიყურები, არამედ უკეთესად ვგრძნობ თავს».

6. საკულტო სტატუსი. მწერალი ელის გრეგორი ნიუ-იორკიდან აღნიშნავს: «ერთი და იგივეს ჩაცმა ყოველ დღე — ეს საკულტოა. ეს მარტივი და იაფი მეთოდია, რომ იგრძნოთ თავი გამოჩენილად. ერთი და იგივე კოსტუმი ხაზს უსვამს თქვენს სიმწიფეს, სტაბილურობას და მუდმივ ფასეულობებს. აი რატომ აცვიათ გმირებს საბავშვო წიგნებიდან ყოველთვის ერთი და იგივე — ისინი არიან მისაბაძი მაგალითები, ერთგულები და საიმედოები».

7. ნაკლები ხარჯი. მოდით ვაღიაროთ: ჩვენს გარდერობებში უამრავი ისეთი რამ არის, რაც არასდროს ჩაგვიცვამს. ახლა კი დაითვალერთ, რამდენი ზედმეტი ფული გვაქვს გადახდილი მათში!




facts.ge