პარიზელებმა მეჩეთების დაწვა დაიწყეს
- 2015-11-16 19:44:09
- 1559 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ყველასათვის უკვე ცხადია, რომ რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთზე ტერაქტი "ისლამურმა სახელმწიფომ" კვლავ მოახდინა. ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო საფრანგეთის დედაქალაქის- პარიზის ექვს ნაწილში ტერორისტული აქტების მოწყობაზე. შედეგად 89 ადამიანი ბატაკლანის თეატრში მოკლეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის "მანუელ ვალსმის" განცხადებით კი ეს ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა. პარიზში ისლამისტებმა ტერორისტული თავდასხმის თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენეს - კამიკაძეები, დამონტაჟებული ბომბები, გამვლელებისა და რესტორნების კლიენტების მოულოდნელი დაცხრილვა და თეატრში მძევლების აყვანა, რომელთა ნაწილი შემდგომ დახოცეს. ბოლო მონაცემებით კი განხორციელებული ტერაქტების შედეგად 129 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.
დაღუპულთა ოჯახებისთვის პატივის მისაგებად მოედანზე შეკრებილი საფრანგეთის მოსახლეობა პანიკით დაიშალა, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელი "კიდევ ერთი"აფეთქების შესახებ. მთელი ევროპისა და არა მარტო ევროპის ქვეყნები უცხადებენ საფრანგეთსა და დაღუპულ ოჯახებს სოლიდარობასა და სამძიმარს.
მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს ასევე სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირებმა. რომის პაპი ვატიკანში წმ პეტრეს ტაძარში სიტყვით გამოვიდა: "წამოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს. ძალადობა და სიძულვილი კაცობრიობის პრობლემებს არ წყვეტს. ღმერთის სახელის გამოყენება ძალადობის გასამართლებლად ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა."
"მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს", - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც განაცხადა.
გუშინ საღამოს, ერთ-ერთ რუსულ სოციალურ-ქსელში გავრცელდა სტატია, სადაც აღბეჭდილია საუბარი და ფოტოები ორ მეგობარს შორის, მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთში მოღვაწე რუსეთის მოქალაქეა, რომელიც თანამოქალაქეს ცხელი ზონიდან ამბებს და სურათებს აწვდის: "საფრანგეთი სრულ პანიკაშია, ადგილობრივი ტელევიზიები კი საშინელი კადრების მაგივრად მოსახლეობას გასართობ თოქ-შოუებს აწვდის, რათა განტვირთონ ისინი, ზოგადად კი სრული გაუგებრობაა და ყველაფერი თავდაყირა დგას. ობამამაც განაცხადა, რომ ეს ტერაქტი ევროპული ღირებულებებისკენ იყო მიმართული. აქ ყველა არაბი იმალება, შენიღბული ქალებიც კი გაქრნენ. ერთი კვირის წინ კი მონტარჟის სადგურზე შავკანიანებმა მატარებელი დაარბიეს, ჩემი მეზობელი ქალი კედელზე მიაყუდეს და ყელზე დანა მიაბჯინეს იმ მოტივით, რომ საფულე და ძვირფასეულობა გამოეძალათ, ამ ყველაფრის შემდეგ კი როგორ მიდიან მასთან და სთხოვენ თანადგომას და ემიგრანტების შეწყალებას მის ქვეყანაში?! პირადად მეც ცივად ვარ განწყობილი ამ ყველაფერის მიმართ, რადგან როდესაც ჩვენი თვითმფრინავი ჩამოვარდა, ფრანგებს ერთი ყვავილიც კი არ მოუტანიათ საელჩოსთან დაღუპულთა სულებისთვის. ასე, რომ ჩემო მეგობარო, ეს თანადგომა და სიტყვიერი გამოსვლები ხომ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. პარიზელებმა მეჩეთების დაწვაც კი დაიწყეს და გიგზავნი ფოტოს, რომელიც პირადად ძლივს მოვიპოვე. "- წერს მეგობარს ედუარდ ლიმონოვი.
ტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ, არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისგან ევროპის არც სხვა მეგაპოლისებია დაცული, რადგან იქ ბოლო თვეებში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - სირიიდანაც, ათასობით დევნილმა შეაღწია და ალბათ, მათ შორის არც ისე ცოტაა "ისლამური სახელმწიფოს" შენიღბული ტერორისტი...
მაშასადამე, 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულმა ტერორისტული აქტების სერიამ დაამტკიცა, რომ დღეს საერთაშორისო ტერორიზმისგან არავინ არის დაცული. რაოდენ პროფესიონალური სპეცსამსახურებიც უნდა ჰყავდეს ქვეყანას, საფრთხე მაინც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.
intermedia.ge