ტრაგედია კასპში - გარდაცვლილია 25 წლის მამაკაცი

ტრაგედია კასპში-უბედურ შემთხვევას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ამის შესახებ ,,ნიუპოსტის" კორესპონდენტი გორიდან იტყობინება. არსებული ინფორმაციით შემთხვევა საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მოხდა, მიწა ჩაიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა შეძლეს, მეორე კი გარდაცვლილი ამოიყვანეს. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მეოხი" აწარმოებს. რაც შეეხება გარდაცვლილს, იგი, ჩვენი ინფორმაციით ქუთაისის მკვიდრია და აღნიშნულ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული. მომხდარის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

newposts.ge