ვინ არის „ნარკამანკა“ თათუ? (5 ფოტო)

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ როგორც ყოველთვის აქტუალურია და მაყურებელი მის მორიგ სერიებს დიდი ინტერესით ელის. ერთ-ერთ სერიაში ახალი გმირი გამოჩნდა სახელად თათუ, რომელმაც მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიქცია, თუმცა მისი რეალური პიროვნების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ყირმისას შეყვარებული, რომელსაც სრულიად ტონი მონტანას კლანი ელოდა, 19 წლის თიკო შიოშვილია.
„ვსწავლობ ბიზნესზე ილიაუნიში, მაგრამ დიდად არ მაინტერესებს. წელს ავირჩიე მეორად პროფესიად სამსახიობო ხელოვნება და მსახიობის ოსტატობაზე დავდივარ ბატონ გია როინიშვილთან. ბავშვობიდანვე ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა რეკლამისა თუ ფილმის გადაღებაში, თუმცა თათუს როლი ჩემთვის პირველია. „ჩემი ცოლის დაქალებმა“ ქასთინგი რომ გამოაცხადა მივედი, გამიმართლა და ასე აღმოვჩნდი სერიალში. რაც შეეხება ჩემს გმირს, თათუ არის უხასიათო, უჟმური გოგო, რომელიც ჩემი პიროვნებისგან ძალიან განსხვავდება“-აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას თიკო შიოშვილმა.

















newposts.ge