სტუდენტური დასაქმების ახალი პროგრამა იწყება
- 2014-07-14 19:49:29
- 894 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სულ მალე სტუდენტთა მასშტაბური დასაქმების ახალი პროგრამა დაიწყება. ამჯრად სტუდენტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ჩაერთვებიან. განათლების სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი პროექტის დაწყება ნოემბერში იგეგმება, მანამდე კი შესარჩევი ეტაპი იქნება.
უშუალო სამუშაოები 5-19 ნოემბერს ჩატარდება, მანამდე კი სტუდენტების საქსტატში ტრენინგებს გაივლიან. თითოეული სტუდენტი ვალდებული იქნება 2 კვირაში 120 ოჯახი აღწეროს, დღეში საშუალოდ 8 ოჯახი. სტუდენტები ამისათვის ანაზღაურებას 400-დან 500 ლაარმდე აიღებენ.
რაც შეეხება სტუდენტების შერჩევის პროცესს. "სამინისტრომ საქსტატთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი დასაქმდება. თითო ფაკულტეტზე კი მინიმუმ რამდენიმე ათეული სტუდენტი, საშუალო კვოტირებით თითო ფაკულტეტზე საუბარია 30-დან 60 სტუდენტამდე. ფაკულტეტები რეკომენდაციას გაუწევენ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ქულები. ეს სტუდენტები დასაქმდებიან პირდაპირ, hr.gov.ge-ს გვერდის ავლით. ყველა უნივერსიტეტზე გაცემულია გარკვეული ტიპის კვოტა. პირობითად, დაუვუშვათ თსუ-ს რომელიმე ფაკულტეტზე უნდა დასაქმდეს 40 სტუდენტი. უმაღლესი არჩევს საუკეთეჯო GPA-დან პირველ 40-ს. დანარჩენებს შეუძლიათ, რომ hr.gov.ge-ს საშუალებით დარეგისტრირდნენ და დასაქმდნენ. სისტემა არის შემდეგი-ფაკულტეტი აწვდის რექტორს რეკომენდირებული სტუდენტების სიას, რექტორი ჩვენ, ჩვენ კი საქსტატს. სტუდენტებს არჩევს უნივერსიტეტი და არა სამინისტრო, ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს აკუმულირებას ვუკეთებთ და ვაძლევთ საქსტატს რომ დაასაქმოს სტუდენტი." - აცხადებს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე arise.ge-სთან საუბარში.