19 წლის თბილისელი ბიჭის გასაჭირი - "მამაჩემი ჩემი ძმა აღმოჩნდა..."
- 2015-11-18 10:49:00
- 1670 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
19 წლის ნიკა ოჯახური გაურკვევლობის მსხვერპლია და თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ბრაზილიურ სერიალს მოგაგონებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ტრაგედიას შეიძლება მისი მომავალი შეეწიროს.
ნიკა: ერთი კვირის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა, რომ 19 წელი სიცრუეში გავატარე. ვიცოდი, რომ დედაჩემს და მაჩემს ქორწინებიდან მეექვსე წელს გავუჩნდი. დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დასაფეხმძიმებლად მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა.
ბოლო სამი თვე ბაბუა ავადმყოფობდა და ლოგინადაც ჩავარდა. ერთ საღამოს მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გამოაცხადა ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც გამითენდეს, ამიტომ სიმართლე უნდა გითხრათო. როგორც იციან, ჩვენც დავაიმედეთ აუცილებლად გამოჯანმრთელდები-თქო. თავისნათქვამა კაცი იყო და ამჯერადაც გაჯიუტდა, თქვენ არაფერი იცითო. წაიკითხეთ სრულად