
ქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მოდის ინდუსტრია დაინტერესდა
- 2015-11-19 10:42:52
- 5733 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მარიამ არჩემაშვილი 18 წლის ქართველი გოგონაა, რომელსაც მოულოდნელად ეწვია სერიოზული აღიარება. ამ გოგონას ჯერჯერობით უფრო მეტად სოციალური ქსელის მომხმარებელი იცნობს, რადგან მის ფოტოებს გამუდმებით აზიარებენ მისი თაყვანისმცემლები. მალე ალბათ ცნობილი ჟურნალების გარეკანებს დაამშვენებს, არა მხოლოდ საქართველოში, რადგან მისით იტალიის მოდის ინდუსტრია დაინტერესდა. კიდევ უფრო საინტერესოა მარიამი იმითაც, რომ ბუნებრივი სილამაზე აქვს და როგორც ინტერვიუში გამოტყდა, არ უყვარს მაკიაჟი.
- მარი, 18 წლის ხარ და სად სწავლობ?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოფიურ ფაკულტეტზე.
- ბავშვობიდან თუ გიფიქრია მოდელობაზე, შენი გარეგნობის გამო, და თუ გრძნობდი საერთოდ, რომ გამორჩეული გარეგნობა გქონდა?
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდი და მეტიც, თითქმის არავის არასდროს არ უთქვამს, "რა ლამაზი ხარო", ან რაიმე მსგავსი... წაიკითხეთ სრულად