მარტოხელა მამის წერილი, რომელიც გულს აგიჩუყებთ...

როგორც წესი, მშობლების დაშორების შემდეგ ბავშვი დედასთან რჩება. მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მამები ამ რთულ საქმეს, საკმაოდ კარგად უმკლავდებიან.

ასე დაემართა ამერიკელ რიჩარდ ჯონსონს. ამა წლის იანვარში რიჩარდს და მის მეუღლეს გოგონა პერსეფონა შეეძინათ. ერთი თვის შემდეგ კი დედამ ბავშვს ხელი მოჰკიდა და კალიფორნიაში გაიქცა, ისე რომ მეუღლეს არაფერი უთხრა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პერსეფონას დედას კიდევ ერთი გენიალური იდეა მოუვიდა თავში: მან მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ შვილს თუ არ წაიყვანდა, ბავშვთა სახლში ჩააბარებდა. რიჩარდი წამითაც არ დაფიქრებულა და მაშინვე წავიდა შვილის დასაბრუნებლად.



სახლში დაბრუნებული მამაკაცი მიხვდა, რომ პატარასთან ერთად სრულიად მარტო დარჩა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აეღო. ის, ხომ ამისთვის საერთოდ არ იყო მზად. ამავე დროს, ის თავისი ცოლის საქციელს ამართლებდა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას აბრალებდა.

თანამედროვე ადამიანი დასახმარებლად ინტერნეტს მიმართავს. რიჩარდმაც ფეისბუქზე იპოვა ჯგუფი, სადაც მარტოხელა მამები თავის ისტორიებს ჰყვებოდნენ და რჩევებს იძლეოდნენ. ახლადგამომცხვარმა მამამ საკუთარი ისტორიაც დაწერა, რომელმაც შემდეგ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. აი ეს ისტორია:



"მე რიჩარდ ჯონსონი მქვია. მარტოხელა მამა ვარ და უმშვენიერეს გოგონას სახელად პერსეფონას ვზრდი. დედამისმა ბავშვის გაჩენიდან ერთ თვეში მიგვატოვა. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რატომ გააკეთა ეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს საქციელი მშობიარობის შემდეგ დეპრესიის ბრალია. მას შემდეგ რაც მარტო დაგვტოვეს, ფეისბუქზე თქვენი ჯგუფი აღმოვაჩინე. მე ძალიან ვნერვიულობდი, ამისთანა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, როგორიცაა მამობა და თან მარტოხელა მამობას საერთოდ არ მოველოდი.



ახალგაზრდა მშობლების ყველა ისტორია წავიკითხე, YouTube-ზე 1000-ზე მეტ ვიდეოს ვუყურე, ვცდილობდი მესწავლა ყველაფერი, რასაც მშობლები უნდა აკეთებდნენ: ფრჩხილების დაჭრიდან, ნაწნავების დაწნამდე და უფრო მნიშვნელოვან საკითხების გარკვევას, როგორიცაა შვილის აღზრდა. შემდეგ მე თქვენი გვერდი კარგად შევისწავლე და მივხვდი, რომ ჩემს დღეში ბევრი თქვენგანი აღმოჩნდა. ამ ჯგუფმა მე თავდაჯერებული გამხადა და ამ ყველაფრის გავლაში დამეხმარა. დღეს მე და ჩემი გოგო ბედნიერები ვართ და ვაგრძელებთ ერთად გაზრდას. ჩემი პატარა უკვე 10 თვისაა, მე კი - უკვე რჩევებსაც ვიძლევი.

ჩვენ - მე და ჩემმა შვილმა - დიდი გზა გამოვიარეთ და ამ ჯგუფის მადლიერები ვართ ასე, რომ დაგვეხმარა. ჩვენ ორივე უღრმეს მადლობას გიხდით.

პერსეფონა და რიჩარდ ჯონსონები."




მოამზადა ელენე გურიელმა


mediamall.ge