სამი „შეიძლება“ და ექვსი „არ შეიძლება“ (10 ფოტო)

ექიმების ბოლო სამედიცინო გამოკვლევები - რისი გაკეთება არ შეიძლება ჭამის შემდეგ:



არ შეიძლება: სეირნობა.
ბევრი თვლის, რომ კარგად დანაყრების შემდეგ ფეხით სეირნობა სასარგებლოა, თუმცა, ეს მცდარი აზრია. ეს შესაძლოა, კუჭის დისპეპსიის მიზეზი გახდეს.



როგორც ჩანს, ჩვენს ორგანიზმზე გავლენას არა მხოლოდ საკვები ახდენს, არამედ ისიც, რას ვაკეთებთ ჭამის შემდეგ. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.
ადამიანებს ათასობით ჩვევა აქვთ, რომლებმაც დროთა განმავლობაში ტვინში „საფუძველი“ გაიმყარეს და ბევრი მათგანი, შესაძლოა, ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზიც კი გახდეს.


არ შეიძლება: ხილი.
ფიქრობთ, რომ ხილი დესერტის სახით, ჭამის დასრულებისთანავე აუცილებლად უნდა მიიღოთ? ესეც მცდარი აზრია. ჭამის შემდეგ მიღებული ხილი არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად მუშაობის პროცესს. უმჯობესია, ხილი ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან, მინიმუმ, 2 საათის შემდეგ მიიღოთ.




არ შეიძლება: ჩაი.
ექიმები არ გვირჩევენ ჭამის შემდეგ ჩაის მიღებას, რადგან ის შეიცავს მჟავებს, რომლებიც რკინის აბსორბირებას იწვევს. საკვებზე ჩაის დაყოლებით, ადამიანის ორგანიზმი კერძიდან საჭირო რაოდენობის რკინას ვერ იღებს, ამიტომ ჩაის დასალევად იდეალური დროა - ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.




არ შეიძლება: ძილი.

ადამიანების უმეტესობას ჭამის შემდეგ დაძინება ყველაფერს ურჩევნია, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს ძალიან მავნებელია. მწოლიარე მდგომარეობაში კუჭ-ნაწლავის წვენი საყლაპავ მილში გროვდება, რაც გულ-ძმარვას იწვევს. იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან აიცილოთ, დაიძინეთ ჭამიდან მხოლოდ 2 საათის შემდეგ.





არ შეიძლება: აბაზანის მიღება.
თბილ წყალში ბანაობა მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევას აჩქარებს. შესაბამისად, კუჭის გარშემო სისხლის ნაკადი შედარებით მცირდება. წყლის პროცედურები ჭამიდან ნახევარი ან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ შეასრულოთ.






არ შეიძლება: მოწევა.
ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწვევა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს იწვევს. ის, ასევე, ნეგატიურად მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე.






შეიძლება: თბილი წყალი.
საჭმლის სწორად მოსანელებლად ჭამიდან ერთი საათის შემდეგ ორგანიზმს ენერგია და სითბო სჭირდება. ამიტომ, სასურველია, ძირითადი კერძის მიღების შემდეგ ცივი კერძები მალევე არ მიიღოთ. მაგალითად: ნაყინი. ჭამის შემდეგ ყველაზე კარგია ცოტაოდენი თბილი წყლის მიღება.






შეიძლება: საუბარი ახლობლებთან.
სისხლის სწორი მიმოქცევისა და საჭმლის სწორად მონელებისთვის, ჭამის შემდეგ მოერიდეთ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაძაბულ საქმიანობებს. ამ დროს, ყველაზე კარგია სასიამოვნო საუბრები ახლობლებთან, ყველანაირი კამათისა და ჩხუბის გარეშე.






შეიძლება: თავისუფალი სტილის ტანსაცმელი და ქამარი.
იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადება, ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო ტანისამოსს და მოერიდეთ ქამრებს.


ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით საჭმლის მომნელებელი ორგანოს მუშაობას გაცილებით გაიუმჯობესებთ.




funtime.ge