
მან ყავის ფილტრი თმის რეზინით შეკრა და წყალში ჩადო. ყველაზე ორიგინალური საჩუქარია
- 2015-11-19 21:24:21
- 4649 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ყავის ფილტრით თქვენ შეგიძლათ ძალიან ორიგინალური ყვავილი გააკეთოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ ყავის ფილტრი, მაკრატელი, კალამი, წვენის საწრუპი, ლეიკოპლასტი, წებო და თმის რეზინი.
როგორ უნდა გააკეთოთ:
ხერხი 1
იმისთვის, რომ ყავის ფილტრს ფერი შეუცვალოთ ჩადეთ ის საღებავით შეფერადებულ წყალში, მისი ფორმა შესაცვლელად კი გამოჭერით ის მაკრატლით. ამის შემდეგ კი ფილტრი ხელით ისე დაკუჭეთ, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები, დაამატეთ სხვა ფურცლები, რომ ყვავილი უფრო გაშლილი იყოს. იმისთვის, რომ არ დაიშალოს გირჩევთ მას ძირზე თმის რეზინი მოუჭიროთ. შემდეგ, გამოჭერით ფოთლები და წებოს დახმარებით ყვავილს გარშემო დაუმაგრეთ. ბოლოს კი ღერო შეგიძლიათ, რომ წვენის საწრუპით გაუკეთოთ.
ხერხი 2
ყავის ფილტრი ისე გამოჭერით, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები, შემდეგ კი მისი გამოჭრილი ნაწილები ლეიკოპლასტზე დააკარით, შემდეგ კი საწრუპის ან კალმის დახმარებით დაახვიეთ დაწებებული ქაღალდი, საბოლოოდ კი ყვავილს მიიღებთ. შეგიძლიათ ლეიკოპლასტით ღეროზე ფოთლებიც დაუმაგროთ.
ეს ორიგინალური საჩუქარი თქვენს საყვარელ ადამიანებს ძალიან გაახარებთ. გააკეთეთ საკუთარი ხელით და აჩუქეთ მათ.
aww.ge