როგორ ცხოვრობდა ტერორისტი ახალგაზრდა გოგონა, ვიდრე პარიზში თავს აიფეთქებდა

"პირველი დასავლეთ ევროპელი შაჰიდი ქალი" – ასე მოიხსენიებენ ფრანგული გამოცემები ჰასნა აიტბულაჰენს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის რაიონ სენ დენში ჩატარებული სეპცოპერაციისას შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ის ამ სპეციპერაციის დროსვე დაღუპული აბდელჰამიდ აბაუდის ბიძაშვილი იყო, რომელიც პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორად დასახელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ჰასნას თავი არ აუფეთქებია, თავი აბაუდმა აიფეთქა, რა დროსაც ჰასნაც დაიღუპა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. ბი-ბი-სი- ის კორესპონდენტი ტომ ბარიჯი პარიზის იმ გარეუბანში ჩავიდა, სადაც 26 წლის ჰასნას ოჯახი ცხოვრობს.   წაიკითხეთ  სრულად  და  იხილეთ  ფოტოსურათები