23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ორგანიზებული და მობილიზებული უნდა იყოთ, რადგან უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი და არაფერი გამოგრჩეთ. თავი აარიდეთ კონფლიქტს, უსიამოვნო საუბარს. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, ახალი სათამაშოთი, ან წიგნით გაახარეთ ისინი.

კურო
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, გადაღლას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოინახულეთ ნათესავები. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარკვევას. კარგი დღეა იმიჯის, სტილის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ვარჯიში შეიძლება ტრავმით დასრულდეს.

კირჩხიბი
განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით შემოქმედებით ნიშნებს. მოულოდნელი შეხვედრა გელით ან დიდი ხნის უნახავ მეგობართან, ან კოლეგასთან. ზოგიერთს მფარველი ან სპონსორი გამოუჩნდება.

ლომი
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. უფროსთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ ტაქტი და მოთმინება. საღამოს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარჩევას.

ქალწული
სასურველ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. თუ მოერიდებით გადამეტებულ კრიტიკას და შეპასუხებას, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ჰარმონია დაისადგურებს ოჯახშიც.

სასწორი
კარგი დღეა როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტიურობისთვის. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით არქიტექტორებსა და კონსტრუქტორებს. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კამათს, შეპასუხებას.

მორიელი
ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალ მეთოდებს უნდა მიმართოთ. მოულოდნელი ხარჯი, ვალის ან პროცენტის გადახდა გელით. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების რჩევების მიმართ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მშვილდოსანი
ენერგიული და მიზანდასახული ხართ. კარგი დღეა ძველი პროექტების დასასრულებლად და ახლების დასაწყებად. გაგიუმჯობესდებათ განწყობა.

თხის რქა
ახლობლების გამო ნერვიულობა და განცდა გელით. რომანტიკული შეხვედრა სხვა დღისთვის გადადეთ. მაქსიმალურად დელიკატური უნდა იყოთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. ზოგიერთს სპონსორი ან მფარველი გამოუჩნდება.

მერწყული
არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან და ნათესავებთან. კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. განშორებაზე ფიქრიც კი დაუშვებელია.

თევზები
მუშაობისას მეტი დაკვირვება და ყურადღება მოგეთხოვებათ. არ გაართულოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამოს, გულის გადასაყოლებლად, მეგობრებს შეხვდით. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან.