
საუდის არაბეთში, 12 მილიონ დოლარად შეფასებულ ცხენს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯიან?
- 2015-11-23 10:26:53
- 2822 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

საუდის არაბეთში, 4 წლის, 12 მილიონად შეფასებულ დოღის ცხენს, სახელად "საჩუქარს", რომელიც პრინც ალველიდ ბინ თალალის საკუთრებაა, სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მომვლელებმა აღმოაჩინეს, რომ თავისივე სქესის ცხენთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ცხენს, რომელმაც პატრონს მარტო ბოლო სეზონში 6 მილიონ დოლარზე მეტი მოაგებინა, სიკვდილით 28 ნოემბერს დასჯიან.
"ჰომოსექსუალიზმი ეს ავადმყოფობაა, რომლის შესახებაც მეცნიერებამ ძალზე ცოტა რამ იცის", - განაცხადა შეიხმა ალ აბდულრახმან ალსანადმა, რომელიც წარმოადგენს მანკიერებათა წინააღმდეგ მებრძოლ კომიტეტს. ამ კომიტეტის ძირითადი საქმე სწორედ ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლაა. "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამეფო ამგავრი ინფექციებისგან ყოველგვარი ხერხით, ეს შეეხება ჩვენი ცხოველების დაცვასაც. ყველაფერს გავაკეთებთ, გავიღებთ ყოველგვარ მსხვერპლს, რათა დავიცვათ ჩვენი მიწის სიწმინდე". - განაცხადა შეიხმა.
კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხოველის დასჯის განაჩენს ხელი ტელეკამერების წინ მოაწერეს, რათა საყოველთაოდ გაევრცელებინათ ინფორმაცია, თუ რა ზომების იღებენ ჰომოსექსუალიზმისგან თავის დასაცავად. წაიკითხეთ სრულად