17 ნივთი, რომელიც არასდროს არავის არ უნდა ათხოვოთ

ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როდესაც გარკვეულ ვითარებაში მოუწია გაეზიარებინა სხვისთვის პირადი ნივთი. თითქოს ხვდებით, რომ არასწორია, მაგრამ უარის თქმაც გეუხერხულებათ. ასეთ ნივთებს ზოგჯერ შეუძლიათ თქვენს ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ ადამიანის ჯანმრთელობასა და ჰიგიენურობაში, რომელსაც თხოვნით თქვენს ნივთებს.

გირჩევთ გადახედოთ იმ ნივთების სიას, რომლებიც საშიშია სხვას ათხოვოთ:

1.საპონი
ყოველი გამოყენებისას საპონი იფარება სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებით. ზოგიერთმა მათგანმა კი შეიძლება ინფექციური დაავადება გამოიწვიოს.

2. პირსახოცი
პირსახოცი შეიძლება ითქვას, რომ ბაქტერიების კერაა. სხვისი პირსახოცის გამოყენება შეიძლება რომელიმე კანის დაავადების მიზეზი გახდეს.

3. დეზოდორანტი
თითოეული ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს თავისი დეზოდორანტი, რადგან ჰიგიენის ეს საშუალებაც იგროვებს ბაქტერიებს.

4. ტუჩების ბალზამი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არ აქვს შესამჩნევი დაავადება, მაინც არსებობს შანსი ამ გზით გადაგედოთ ჰერპესი.

5. ყურსასმენები
ეს ერთი შეხედვით უწყინარი ნივთი იწვევს ბაქტერიების გამრავლებას ყურებში. სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკის ბაქტერიები გროვდება ყურებში, რაც შემდეგ იწვევს სხვადასხვა ანთებით პროცესს.

6. ფეხსაცმელები
განსაკუთრებით ის ფეხსაცმელი, რომელსაც იცვამენ შიშველ ფეხზე, შეიძლება გახდეს სოკოვანი ინფექციის მიზეზი. ეს არის პირადი ჩასაცმელი, რაც ძალიან ახლობელ ადამიანსაც კი არ უნდა ათხოვოთ.

7. საყურე
საყურე შეიძლება ატარებდეს მიკრობებს, რომელიც სისხლის მეშვეობით გადაეცემა. აუცილებლად გაუკეთეთ დეზინფექცია საყურეს, რომელიც ვიღაცას ეკეთა.

8. კბილის პასტა
როდესაც კბილის ჯაგრისზე ათავსებთ პასტას, „ტიუბიკი“ ეხება ჯაგრისს, საიდანაც ბაქტერიები ხვდება. ამიტომ სხვისი კბილის პასტის გამოყენების დროს სიფრთხილე გმართებთ.

9. პემზა ფეხისთვის
ეს ჰიგიენური ნივთი იკრობს უამრავ ბაქტერიას, ამიტომ სჯობს არ გამოიყენოთ სხვისი პემზა.

10. თმის შესაჭრელი მანქანა
თმის შესაჭრელ მანქანას ჯობია დეზინფექცია გაუკეთოთ, რათა არ გამოიწვიოს ფოლიკულიტი ან აკნე.

11. ცხვირის ტრიმერი
ეს ნივთი გვევლინება სტაფილოკოკის ბაქტერიების გამავრცელებლად, რაც ადვილად აღწევს სხვის ორგანიზმშიც.

12. კრემი ქილაში
როდესაც ადამიანი კრემის ქილაში თითებს ყოფს, ბაქტერიები იბუდებს მთელ ქილაში.

13. პინცეტი
თმის ამოღების დროს შესაძლებელია თქვენთვის შეუმჩნევლად დაიზიანოთ კანი, რამაც შეიძლება ინფექციური დაავადება გამოიწვიოს.

14. ფრჩხილის საჭრელი ხელსაწყოები
ადამიანის თითებს შორის შეიძლება არსებობდეს სოკოვანი ინფექცია ან პაპილომა ვირუსი. ამიტომ ნივთები, რომლის მეშვეობითაც ფრჩხილებს იჭრით, არ ათხოვოთ სხვას.

15. ჰიგიენური „ღრუბელი“

16. საპარსი
ადამიანი შეიძლება არც კი ვარაუდობდეს, რომ რომელიმე ინფექციური დაავადების მატარებელია. ამიტომ იმ ნივთის გამოყენება, რომელიც სხვა პიროვნების კანის მკვდარ მკვდარ უჯრედებს აგროვებს, ალბათ დამეთანხმებით, რომ რისკის შემცველია.

17. კბილის ჯაგრისი
საკუთარი ბაქტერიები შეიძლება არ გახდეს ზიანის მომტანი, მაგრამ სხვისთვის გამანადგურებელიც კი გამოდგეს, საუკეთესო შემთხვევაში კი შესაძლებელია მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავდება გამოიწვიოს.