და ვინჩის ჯავშნიანი ტანკი (6 ფოტო)
- 2014-02-08 18:06:15
- 7669 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ლეონარდო და ვინჩის შემუშავებული გამოგონებები ბევრად უსწრებდა დროს. ისინი რომ ლეონარდოს დროს განხორციელებულიყო და მხოლოდ ნახაზზე არ დარჩენილიყო ტექნოლოგიურ რევოლუციას გამოიწვევდა. ერთ-ერთი მათგანია ჯავშნიანი ტანკი.
მილანის მმართველ ლუდოვიკო სფორცასთან მუშაობის პერიოდში,
საბრძოლო მანქანა საკმაოდ დაცული იყო, რვა ადამიანის მეშვეობით მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება დაახლოებით 3-4 კმ/სთ-თი ბრძოლის ველზე. ხოლო მის კორპუსზე დამაგრებული თოფებით შესაძლებელი იყო მტრის მიმართულებით ცეცხლის გახსნა.
ლეონარდოს რვეულში ამ საბრძოლო მანქანის მხოლოდ ნახაზია შემორჩენილი. გამოკვლევების შედეგად ერთი კურიოზული ფაქტი დადგინდა. ტანკის წინა და უკანა ბორბლები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ანუ, თუ ეს მანქანა ლეონარდოს გეგმით აიწყობოდა, მისი გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა.
მემგონი არავინ დაობს იმაზე, რომ ლეონარდო გენიოსი იყო. ისტორიკოსები თვლიან, რომ მან ეს შეცდომა განძრახ დაუშვა. მიზეზი რამდენიმე შეიძლება ყოფილიყო: მას შეიძლება არ უნდოდა საბრძოლო მანქანა შეექმნა, ან მეორე, მისი ნახაზები შეიძლება მოეპარათ და ეს შეცდომა თავდაცვის საშუალება იყო.