რა უნდა მიირთვათ, რომ ლამაზი მკერდი გქონდეთ
- 2015-11-24 11:58:44
- 7344 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ლამაზი მკერდი - ეს ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ზოგჯერ ორსულობა, დაავადებათა შედეგები და ზოგიერთი სხვა ფაქტორი მკვეთრად ასუსტებს მის სილამაზეს და უცვლის ფორმას.
თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია მოხდენილი მკერდის მიღება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება მაინც. სპეციალისტები ამ მეთოდთაგან უპირველესად განიხილავენ სწორ კვებას.
პროდუქტები მკერდის სიჯანსაღისთვის
ჩვენი პროდუქტების რეიტინგს ხსნის პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი, ცერცვი). ისინი არა მარტო აძლიერებენ მკერდის კუნთებს, არამედ ამკვრივებენ მას.
მკერდის ჯანმრთელობის საკითხებში ასევე დიდი ყურადღება ექცევა ცხიმებს. სასურველია, უპირატესობა მიანიჭოთ მცენარეულ ცხიმებს, რომელთაც შეიცავს ავოკადო, სოიო, თხილი და ნიგოზი, არარაფინირებული ზეთი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სალაც კი. ცხიმის ზომიერი მოხმარება ზედმეტი არ იქნება, რადგან როგორც ცნობილია, ქალის მკერდი დიდწილად ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება.
მკერდის ელასტიკურობისა და სიმკვრივისთვის კარგია წითელი და ნარინჯისფერი ხილი: ფორთოხალი, ატამი, ბროწეული და ა.შ. ასევე ბოსტნეულიც: ტკბილი წიწაკა და სტაფილო. განსაკუთრებით სასარგებლოა კურაგა და ბანანი. მათ ორგანიზმიდან შლაკები გამოაქვთ, რითაც არა მარტო მკერდის კანს, არამედ მთელს თქვენს სხეულს ახალგაზრდულ იერს ანიჭებენ.
მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად მიირთვით მსხვილად დაფქული მარცვლოვანი კულტურებისგან მომზადებული ფაფები.
წაიკითხეთ სრულად