მორიელებთან სასიყვარულო ურთიერთობის 11 კანონი

უდაბნოს ბინადარ მორიელს, შეუძლია მისი მხურვალე სიყვარულით დაგწვათ. თუ მორიელთნ წარმატებული და ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

1. თუ მორიელს უყვარს, უყვარს მთელი ვნებით
მორიელის სიყვარული ყოველთვის ღრმა, ვნებიანი და ცეცხლოვანია და ვერცერთი სასიყვარულო რომანი მას ვერ შეედრება. სურს ბოლომდე ჩაწვდეს თქვენს სულს.

2. ნუ ეცდებით მასზე შთაბეჭდილების მოხდენას
მორიელი აფასებს ინტელექტუალურ, წარმატებულ ადამიანებს. ისეთებს, როგორიც თვითონაა, ამიტომ სიყალბეს მაშინვე ამჩნევს. უბრალოდ გახსოვდეთ, მორიელთან ურთიერთობისას ყოველთვის იყავით ნამდვილები. თუ დაგიმეგობრათ, მას ნამდვილად უყვარხართ, მიუხედავად თქვენი ყველა ნაკლისა.

3. ნუ ეცდებით მის კონტროლს
მორიელი ყოველთვის მუშაობს იმაზე, რომ ურთიერთობაში იდეალური ბალანსი შეინარჩუნოს. აზრის გამოხატვა რა თქმა უნდა შეგიძლიათ, მაგრამ თუ ამ ნიშნის რაიმეში დარწმუნება გსურთ, გაფრთხილებთ, რომ ამას მხოლოდ ძლიერი არგუმენტებით თუ შეძლებთ.

4. უყვართ საიდუმლოებები
არც კი სცადოთ მისი მოტყუება, თუმცა პატარა საიდუმლოებები არ გაწყენდათ, ეს მის ყურადღებს აუცილებლად მიიპყრობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცნობისმოყვარები არიან, უყვართ მინიშნებები და სიურპრიზები.


reitingi.ge