TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც წინ „ტკბილი დეკემბერი“ ელის
- 2015-11-26 08:56:23
- 6045 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პლანეტები, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანები სტატიკურად არასოდეს დგანან. ისინი იცვლებიან, თანაარსებობენ, ზოგჯერ კონფლიქტშიც შედიან, ან პირიქით ერთიანდებიან და გაერთიანებული ძალით გვჩუქნიან ჩვენ - ადამიანებს პოზიტიურ მოვლენებს. ამიტომაც არის, რომ მიმდინარე ტრანზიტები და პლანეტების ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლება, სხვადასხვა ტიპის მოვლენებს ააქტიურებს ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში. დღეს წინასაახალწლო პერიოდზე გვინდა გესაუბროთ და იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება მიმდინარე დეკემბერი რომანტიკულად დატვირთული და სასიყვარულო მოულოდნელობებით აღსავსე.
მშვილდოსანი - გამომდინარე იქედან, რომ მზემ ნოემბრის შუა პერიოდიდან მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, დეკემბრის შუამდე სამყარო აუცილებლად აჩუქებს შანს საიმისოდ, რომ უკვე არსებულ ურთიერთობებში მეტი კონკრეტიკა შეიტანონ. ეს ნაკლებად არის ახალი სასიყვარულო კავშირების წამოწყების პერიოდი, იმიტომ, რომ მშვილდოსნის ზოდიაქოს ამ ეტაპზე მკაცრი სატურნი უდგას კვალში, ის კი თავის მხრივ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მეტ სტაბილურობას და წინდახედულებას ავალდებულებს ყველაფერში, მათ შორის პირად და სასიყვარულო კავშირებში. შესაბამისად, მშვილდოსნებმა ხელები უნდა დაიკაპიწონ და დეკემბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეუდგნენ პარტნიორულ ურთიერთობაში.
მორიელი - დეკემბრის თვე მორიელებს მათთვის საყვარელი დრამატული ისტორიების სიუხვესა და სასიყვარულო კავშირებში ტემპერატურის მაქსიმალურად მაღალ ლეველს ჰპირდება. ეს ის პერიოდია, როცა შესაძლებელია შემთხვევით სექსუალური კავშირები სერიოზულ თავის ტკივილად და სასიყვარულო სამკუთხედის მიზეზად იქცეს ბევრი მორიელის ცხოვრებაში. შესაბამისად, იმ მორიელებს, რომელთაც უკვე ჰყავთ შერჩეული ცხოვრების თანამგზავრი ასტროლოგები სახიფათო ექსპერიმენტებისაგან თავის მაქსიმალურად შეკავებისკენ მოუწოდებენ.
წაიკთხეთ სრულად