გვაჩვენეთ თქვენი ხალები და მოგიყვებით თქვენი ბედისწერის შესახებ

ჩინელი და ინდოელი სპეციალისტები, არატრადიციული მედიცინის თვალსაზრისით მიიჩნევენ, რომ ხალები - სხეულზე მათი განლაგების მიხედვით ადამიანის პირად ცხოვრებაზე გიამბობთ.

1. შუბლის მარჯვენა მხარეს
ხალი შუბლზე - მარჯვნივ, სიმდიდრეს, დიდებასა და წარმატებას აღნიშნავს. თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ მოსულა თქვენამდე, აუცულებლად უნდა გააგრძელოთ იმაზე მუშაობა, რაზეც ახლა მუშაობთ.

2. ხალი წარბებ ქვეშ
წარბებ ქვეშ ხალი - ძლიერ ინტელექტსა და არაორდინალურ შემოქმედებით შესაძლებლობებზე მიანიშნებს. იქნებ პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ.

3. ხალი ნიკაპზე ან ტუჩთან
თუ ქალი ხართ, უნდა გიხაროდეთ - თითქმის ყველა კულტურაში, ამ ადგილას ხალები სილამაზედ ითვლება. ასევე მიანიშნებს, რომ სტაბილურ და წარმატებულ ცხოვრებას ეწევით.

4. ხალი ცხვირზე
ცხვირზე ხალის მატარებელი ადამიანები, გამობრძმედილი ხასიათითა და ლიდერობისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან.

5. ლაქა თვალის თეთრ ნაწილზე
ეს უიშვიათესი შემთხვევაა და თუ თქვენ ამგვარი ლაქის მატარებელი ხართ მარჯვენა თვალზე - მიდრეკილი ხართ ფულის შოვნაზე. ხოლო თუ მარცხენა თვალზე გაქვთ - ამპარტავნობა გძლევთ.

6. ხალი ყურის ბიბილოზე
ყურზე ხალები - კარგი ხალებია. თუ მარჯვენა ყურზე გაქვთ - თქვენთვის ოჯახი ბევრს ნიშნავს და მიჯაჭვული ხართ მასზე.


წაიკითხეთ  სრულად